ადმინისტრაციის განცხადება

ჰოსპიტალი ,,მედიქალ სიტი” და საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი” განაგრძობს ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით მუშაობას. ჩვენ ვიცავთ ყველა იმ სტანდარტს რაც მოქალაქეების ჯანმრთელობას და კლინიკის სრულყოფილ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. ტარდება ყველა საჭირო პროფილაქტიკური ღონისძიება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. ამიტომ, შეზღუდულია მნახველების შემოსვლა რაც ისევ და ისევ პაციენტის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას ემსახურება. ასევე გაცნობებთ, რომ ჩვენს კლინიკებში​ კორონა ვირუსთან დაკავშირებით არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.



ნანახია 75-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: