ინტერვენციული კარდიოლოგია

ინტერვენციული კარდიოლოგია

ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი

მუშაობის ძირითადი მიმართულებები: გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებით მოზრდილი პაციენტების ინვაზიური მეთოდებით დიაგნოსტიკა და ინტერვენციული მკურნალობა.
მიმართულების ხელმძღვანელი : ინტერვენციული კარდიოქირურგი- ალექსანდრე ჩხოლარია

ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე იაპონური წარმოების, კომპანია “Shimadzu“-ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით. აღნიშნული აპარატი, ინტერვენციულ კარდიოლოგიის მიმართულებით დელიკატური ოპერაციების მკვეთრი სიზუსტით შესრულების და მაქსიმალური რეზულტატის მიღების საშუალებას იძლევა. ჩვენთან ტარდება ისეთი სირთულის ოპერაციები როგორიც არის: მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში გადაუდებელი სტენტირება, მარცხენა კორონარული ღეროს სტენტირება, ბიფურკაციული სტენტირება, ქრონიკული ტოტალური ოკლუზიის რეკანალიზება და სხვ
პაციენტების მომსახურების მაღალი პროფესიული დონის და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად ინვაზიური გამოკვლევის შედეგებს აფასებს უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტების - კარდიოლოგებისა და ინტერვენციული კარდიოლოგების გუნდი (პროფესორი ვაჟა აგლაძე, ალექსანდრე ბეიმანოვი -ქ. მინსკის მთავარი ინტერვენციული კარდიოლოგი , ინტერვენციული კარდიოლოგიის უმაღლესი კატეგორიის ექიმები , ბ-ნ დიმიტრი იურლევიჩი და პავლე ჩერნოგლაზი , ოლევ ლოჰა და სხვ). შესაბამისად, დასკვნები და რეკომენდაციები პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შესახებ გამოირჩევა მაღალი ობიექტურობით და პროფესიული დონით.