კლინიკის შესახებ
“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ არის მრავალპროფილური ჰოსპიტალი, 11 განყოფილებითა და 168 საწოლით (აქედან 25 ინტენსიური მკურნალობის განყოფილებაში). ჰოსპიტალში ხორციელდება როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული სერვისები. კლინიკის წამყვან მიმართულებებს წარმოადგენს – ინტერვენციული კარდიოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, ზოგადი ქირურგია და ონკოლოგიური მიმართულებები.
თითოეულ დეპატრამენტში გვაქვს მომსახურების ფართო სპექტრი და დასავლეთ ევროპის სტანდარტების შესაბამისი მაღალი დონის მკურნალობა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპის საავადმყოფოებთან და სპეციალისტებთან.
კლინიკის გამორჩეული უპირატესობა პროფესიონალი სამედიცინო პერსონალისა და გამოცდილი მენეჯმენტის თანამშრომლობაა – რომელიც პაციენტებს, მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას სთავაზობს. “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“მაქსიმალურადაა ორიენტირებული პაციენტთა ინტერესებზე და აქედან გამომდინარე, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან, ნებისმიერი სახის სიახლის დანერგვაც სწორედ საზოგადოების მოთხოვნილებებისა და პრიორიტეტების სრული გათვალისწინებით ხდება.
ამბულატორია
“ საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ -ს ამბულატორიული განყოფილება პაციენტებს სთავაზობს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კომფორტულ გარემოს, ზოგადი და ვიწრო სპეციალისტების მაღალკვალიფიციური მომსახურების სრულ სპექტრს, დიაგნოსტიკის თანამედროვე საშუალებებს.