დიაგნოსტიკური განყოფილება
“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი''-ს რადიოლოგიური დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალითა და უახლესი სამედიცინო აპარატურით, რაც წარმოადგენს პაციენტების სრულყოფილი მომსახურების მყარ გარანტს. რადიოლოგიის განყოფილება სრულად არის ინტეგრირებული სხვადასხვა დეპარტამენტთან. რადიოლოგები მუშაობენ ექიმებთან და თანაშემწეებთან ერთად, რათა მოახდინონ რადიოლოგიური მომსახურების კოორდინაცია თქვენს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებაში. უახლესი დანადგრების გამოყენებით ჩვენ საშუალება გვაქვს დავსვათ დიანგოზი და ვუმკურნალოთ მრავალფეროვან დაავადებებს
მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია ტარდება კომპანია TOSHIBA-ს ნანოტექნოლოგიური, 2018 წლის უახლესი აპარატურით: 32 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფითა (CT) და 1,5 T ინდუქციური ძალის მქონე , ყველა ოფციით აღჭურვილი მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით (MRI), რომლის გამოყენებისას, აქამდე არსებული მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფებისგან განსხვავებით, გამოკვლევების დრო 2-ჯერ შემცირებულია და მაქსიმალურად გაზრდილია პაციენტების კომფორტი.
მოსახლეობას საშუალება ეძლევა ჩაიტაროს ყველა ის ულტრათანამედროვე გამოკვლევა, რომელსაც აქამდე მოკლებული იყო რეგიონი, მათ შორის ანესთეზიისა და სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
ჩატარებულ კვლევებზე დასკვნებს წერენ წამყვან ევროპულ და ამერიკულ კლინიკებში სპეციალიზირებული ექიმი რადიოლოგები.