ტრავმატოლოგია

ტრავმატოლოგია

ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური მიმართულებით გთავაზობთ მედიცინის თანამედროვე მიღწევებზე და უახლეს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ დიაგნოსტიკას, კოსერვატიულ და ქირურგიულ მკურნალობას. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს : ბადრი დარსაველიძე

კონსერვატიული მკურნალობა:

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტირება და მათი მკურნალობა.
დაჟეჟილობების, მყესებისა და კუნთების გადაჭიმვა-გადაძაბვა
მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების დახურული რეპოზიცია
ოპერაციული მკურნალობა:

გეგმიური:

სხვადასხვა ლოკალიზაციის შეხორცებული მოტეხილობის ზონიდან მეტალოკონსტრუქციის ამოღება
მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება
მუხლის სახსრის ტოტალური ენდოპროტეზირება
ტერფის სხვადასხვა სახის თანდაყოლილი და შეძენილი დეფორმაციების ქირურგიული კორექცია
ართროსკოპიული დიაგნოსტიკა და ოპერაციული მკურნალობა
სხვადასხვა ლოკალიზაციის პოსტოპერაციული და/ან პოსტტრავმული ცრუ სახსრებისა და არასწორად კონსოლიდირებული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა.