გაიგეთ მეტი, თუ რას გთავაზობთ “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ონკოლოგიური დეპარტამენტი!

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომლითაც ძირითადი აქცენტი კეთდება პაციენტების სიცოცხლის გახანგრძლივებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესაბაზე. ონკოლოგიაში სადღეისო  მიღწევები  იძლევა ეფექტური მკურნალობის საშუალებას.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ონკოლოგიურ დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს ნებისმიერი ლოკალიზაციის, გავრცელებისა და ხასიათის სიმსივნეთა მაღალტექნოლოგიურ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას შემდეგი მიმართულებებით:

  • თავისა და კისრის ქირურგია
  • ნეიროონკოლოგია
  • ონკოენდოკრინოლოგია
  •  გულ-მკერდის ონკოლოგია
  • მამოლოგია
  •  აბდომინური ონკოლოგია
  • კანისა და რბილი ქსოვილების ონკოლოგია
  • ონკოგინეკოლოგია
  • უროლოგია

ონკოლოგიურ დეპარტამენტში გამოიყენება ავთვისებიან სიმსივნეთა მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიცაა:

  • ქირურგია
  • ქიმიოთერაპია
  • ჰორმონოთერაპია
  • იმუნოთერაპია
  • ტარგეტული თერაპია

ჩვენს კლინიკაში  პაციენტს შეუძლია ყველა საჭირო სერვისი მიიღოს ნებისმიერი მიმართულებით. სოლიდური ავთვისებიანი სიმსივნეების კვლევა და დიაგნოსტირება მიმდინარეობს უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებისა და გაიდლაინების შესაბამისად, სიმსივნის ტიპის, დაავადების სტადიისა და პაციენტის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით.

ონკოლოგიური პაციენტების პროფესიონალურ მომსახურებას, გამოცდილი სპეციალისტები მკურნალობის ნებიმიერ ეტაპზე უზრუნველყოფენ.

ამბულატორიულ დეპარტამენტში საბოლოო დიაგნოსტირებისა და მკურნალობის სქემის შედგენის მიზნით, პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ პირველადი და განმეორებითი ვიზიტი შესაბამისი სპეციალიზაციის ექიმისგან. ჩაიტარონ ლაბორატორიული  და ინსტრუმენტალური კვლევები ( ექოსკოპია, კოლონოსკოპია, MRT, CT და სხვ) ბოლო თაობის აპარატურით .

სტაციონარული განყოფილება უზრუნველყოფს პაციენტთა ოპერაციულ მკურნალობას, პრე და პოსტოპერაციულ მოვლას, მათ შორის პოსტოპერაციული ინტენსიური მოვლისა და რეანიმაციული საწოლების გამოყენებით.

კლინიკაში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით  შესაძლებელია ნებისმიერი სახის კონსულტაციის ჩატარება ან კონსილიუმების განხორციელება ევროპის წამყვან სამედიცინო ცენტრებში მომუშავე სპეციალისტებთან.

ჩვენი დაწესებულება  ჩართულია სახელმწიფო პროგრამებში შესაბამისად, უფასოდ და თანადაფინანსებით ემსახურება დაზღვეულებს.

კლინიკაში პაციენტებისთვის შექმნილია უსაფრთხო და კომფორტული გარემო. გამოცდილი პერსონალი მუდმივად ზრუნავს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე, რაც უზრუნველყოფს მკურნალობის საუკეთესო ხარისხს.



ნანახია 786-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error