გაიგეთ მეტი, თუ რა კვლევაა მთელი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგი

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი  აღჭურვილია ახალი პროგრამით , რომლის საშუალებითაც უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგით.

უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია და მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული სკრინინგი განსხვავებული კლინიკური კვლევებია.

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (ორგანიზმის დეტალური შეფასება)მთლიანი სხეულის დეტალური კვლევაა თავის ტვინიდან მცირე მენჯის ჩათვლით, ხოლო მთლიანი სხეულის სკრინინგი (ორგანიზმის ზოგადი მიმოხილვა) პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს საპროფილაქტიკოდ, რადგან სამწუხაროდ, არსებობს პათოლოგიები, რომელიც კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს და ჩივილები თავს მაშინ იჩენს, როცა მკურნალობა დაგვიანებულია, შესაბამისად, შედეგიც ნაკლებად დადებითი დგება. სწორედ ასეთ შემთხვევებშია სასურველი სკრინინგის ჩატარება, რომელიც 25 წუთში გამოავლენს თვალსაჩინო პათოლოგიას ადამიანის ორგანიზმში. კვლევის მნიშვნელობიდან გამომდინარე შევეცადეთ, რომ ფასი მაქსიმალურად შეღავათიანი ყოფილიყო – სკრინინგული კვლევის ჩატარება კლინიკაში 300 ლარადაა შესაძლებელი.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ აღჭურვილია კომპანია Toshiba-ს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფით Vantage Elan, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. 

კვლევაზე ჩაწერის მსურველები დაგვიკავშირდით:597 96 49 24

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 698-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error