ერეკლე ექვთიმიშვილი- ენდოვასკულური ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი, თსსუ ასისტენტ პროფესორი
2020 ივლისიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი
2019 წელს მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი
2019-დან ქ. ქუთაისის თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი – მოწვეული ენდოვასკულური ნეიროქირურგი
2019-დან ქ.თბილისის მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა – ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მიმართულების ხელმძღვანელი
ენდოვასკულური ნეიროქირურგია წარმოადგენს ნეიროქირურგიის თანამედროვე მიმართულებას, რომლის საშუალებითაც ხორციელდება თავისა და ზურგის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიების ოპერაციული მკურნალობა მცირე ინვაზიური მეთოდით, ღია ქირურგიული ჩარევის (ტრეპანაციის ) გარეშე. ეს დარგი მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებად სფეროს წარმოადგენს რაც უპირველეს ყოვლისა პაციენტის ჯანმრთელობის ხარისხის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული. მიდგომა ხორციელდება ბარძაყის არტერიიდან (სისხლძარღვის შიგნიდან) ,რაც ამცირებს როგორც ოპერაციის ტრავმულობას ასევე პოსტოპერაციული რეაბილიტაციის ხანგრძლივობას და მკვეთრად აუმჯობესებს პაციენტის საერთო გამოსავალს . ამ მეთოდით შესაძლებელია ისეთი დაავადებების
მკურნალობა როგორებიცაა:
არტერიული ანევრიზმები,
არტერიო-ვენოზური მალფორმაციები და ფისტულები,
ინტრა- და ექსტრაკრანიული სტენოზები,
კაროტიდო-კავერნოზული შერთულები,
არტერიო-ვენოზური შუნტები
იშემიური ინსულტი ( თრომბასპირაცია,თრომბექტომია)
მის:ქუთაისი, ფოთის ქუჩა #40
ტელ: (0431)237878 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09: 30-დან 17:30-მდე