ერთგული პაციენტის ბარათი

ჰოსპიტალ ,,მედიქალ სიტსა” და თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონულ ცენტრში სასიამოვნო სიახლეა. ეს კლინიკა ყოველთვის გამოვირჩევა ინოვაციური სიახლეებით.

ამჯერადაც გთავაზობთ ახალ, უნიკალურ ერთგული პაციენტის ბარათს, რომელიც საინტერესოა და მნიშვნელოვანი სერვისებითაა დატვირთული. ბარათის მფლობელი შესაძლებელია გახდეს ყველა დაინტერესებული ადამიანი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბარათი გადმოგეცემათ საჩუქრად, მასში კი შეგიძლიათ 4 ადამიანი გააწევრიანოთ , სულ ერთი ბარათის მფლობელი და თანაბარი პირობებით ისარგებლებს 5 ადამიანი.

კონკრეტულად როგორ ავიღოთ ბარათი და რა შეღავათებია მასზე . ხელშეკრულება იდება  პირთან, რომელიც თავად განსაზღვრავს ოჯახის  წევრთა ან ახლობელთა წრეს, რომლებზეც მომავალში უნდა გავრცელდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები;

.ბარათის გახსნიდან  პირველი ერთი თვის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი მიიღებს საჭირო პროფილის ექიმის ერთჯერად უფასო კონსულტაციას, ხოლო ამ კონსულტაციიდან გამომდინარე დანიშნულ დიაგნოსტიკურ კვლევებს: რადიოლოგიაში- mrt-20%, ct-20%, ექოსკოპია 20%, რენტგენი 20%-იანი ფასდაკლებით ლაბორატორიული მომსახურება-30%-იან ფასდაკლებით. ჯამში ერთი პაციენტი მიიღებს 350 ლარის შეღავათს, ხოლო ხუთივე პაციენტი 1750 ლარის შეღავათს.

იმ პირებმა, რომლებმაც პირველი ერთი თვის განმავლობაში ისარგებლეს ზემოთ აღნიშნული ამბულატორიული მომსახურებებით და საჭიროებენ სტაციონარიზაციას,  გასაწევ  მომსახურებაზე ისარგებლებენ თანაგადახდის თანხის 20%-იანი შეღავათით, არაუმეტეს 200 ლარისა.

 

გაითვალისწინეთ რომ აღნიშნულით სარგებლობა შეუძლია  ბარათის მფლობელის მიერ შერჩეულ  ყველა წევრს ინდივიდუალურად  და ბარათი არ გულისხმობს მხოლოდ ერთ პირზე შეღავათს. მაგალითად: თუ ოჯახის 5 წევრიდან 5 ვე ისარგებლებს პირველი ერთი თვის განმავლობაში შემოთავაზებული პირობებით, ყველა მათგანი გამოიყენებს შეღავათიან სერვისებს.

 

ბარათის უპირატესობა მდგომარეობს იმაშიც, რომ შეღავათები გრძელდება შემდგომშიც: კერძოდ პირველი ერთი თვის განმავლობაში გააქტიურებული ბარათების მფლობელები 2020 წლის ბოლომდე მიიღებენ 10% იან შეღავათებს თანაგადახდებზე.;

ზემო აღნიშნული შემოთავაზებების გამოყენება საშუალებას გაძლევთ ბარათზე მარტივად დაააგროოთ ქულები:

თქვენ გიგროვდებათ :  2000 ლარამდე მიღებული სამედიცინო მომსახურებისას (მიღებული სამედიცინო მომსახურების) ღირებულების 1%-ის ოდენობით, 2000 დან 5000 ლარამდე დაგროვილი სამედიცინო მომსახურების ღირებულების შემთხვევაში 2%-ის ოდენობით, ხოლო 5000 და მეტი ღირებულებისას 3%-ის ოდენობით.  1 ქულა= 1 ლარს, რომელსაც თქვენ  გამოიყენებთ მომავალში სამედიცინო სერვისის შეძენის დროს .ღირებულებები ჯამდება და მზარდია პირველივე მომსახურებიდან ყოველი შემდგომი მომსახურებების გათვალისწინებით

მედიქალ სიტსა და ტანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში მუდმივად მზად არიან ხელი შევუწყონ თქვენი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. აქ შეძლებთ მიიღოთ მაღალი დონის სამედიცინო მომსახურეობა რომელიც ამ ბარათის მეშვეობით უკვე მეტად ხელმისაწვდომი იქნება.

იგეგმება ამ ბარათის მიბმა სხვა კომპანიებზე, სადაც თქვენ ექსკლუზიურად შეძლებთ ისარგებლოთ სხვადასხვა ფასდაკლებებით.  სიახლეებს შეგიძლიათ მუდმივად გაეცნოთ კლინიკების ვებ გვერდებზე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 



ნანახია 372-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: