კლინიკის გარე პერიმეტრზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების კუთხით დაწესებულ ახალ რეგულაციებზე კომენტარი იმ მოქალაქისთვის, რომელმაც დააფიქსირა მიკერძოებული პოზიცია

ქალბატონო ნატალია,

კლინიკის  დამფუძნებლების  ინიციატივით  ვაკეთებთ კომენტარს იმ სტატუსზე, რომელიც  თქვენს  მიერ  იქნა  გამოქვეყნებული  და  რბილად,  რომ ვთქვათ შორს არის ჭეშმარიტებისგან, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს  მხოლოდ არაინფორმირებულობის  ბრალია.  წინასწარ  გვინდა გავაკეთოთ განცხადება, რომ მეტი  კომენტარი  კლინიკის  მხრიდან  ამ  საკითხზე  არ  გაკეთდება.  

პირველ  რიგში გამოვხატავთ  დიდ  პატივისცემას  თქვენი  და  ნებისმიერი  იმ  პიროვნების მიმართ ვინც საკუთარ მოსაზრებას შესთავაზებს კლინიკას სამედიცინო  მომსახურეობის ხარისხის  გაუმჯობესების კუთხით.  ყველას  აზრს  აქვს  არსებობის  უფლება  და აქედან  საუკეთესოს  არჩევა  და  ჰოსპიტალში დანერგვა  ჩვენი მუშაობის პრიორიტეტია.  აქვე მადლობა  მინდა გადაგიხადოთ იმისათვის,  რომ კმაყოფილი ბრძანდებით ჩვენი კლინიკის  ექიმების პროფესიონაზმი და  ახალი ჰოსპიტალის  სამედიცინო ინფრასტრუქტურით, რომელიც უახლესი თანამედროვე სტანდარტების დონეა.  ვფიქრობთ კარგია, რომ  მეტნაკლებად  ჯანსაღი  კონკურენციის პირობებში,  რეგიონში  სამედიცინო  სეგმენტზე  გამოჩნდა  კიდევ  ერთი  თანამედროვე სტანდარტების  დონეზე  აღჭურვილი კლინიკა, რომელიც ერთ ერთი საუკეთესოა საქართველოში  სხვა სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად. ამას ადასტურებენ ჩვენთან სხვადასხვა დროს მოსული უცხოელი და ქართველი დარგის სპეციალისტები.  ვფიქრობთ, რომ ეს ამ კლინიკის დამფუძნებლების და  კლინიკაში შექმნილი გუნდური მუშაობის  შედეგია, რომლის წევრია 560 ადამიანი.  თავს მივცემთ უფლებას და შეგახსენებთ, რომ  საკმაოდ სოლიდურია  ფინანსური  ვალდებულებები  უცხოური  და  ადგილობრივი  საბანკო  სექტორის მიმართ, რომელიც  მხოლოდ  ამ  კლინიკის  დამფუძნებლებმა  საკუთარ  თავზე აიღეს, პირადი გონივრული  რისკების  გაანალიზებით.  ვფიქრობთ  ასეთი  რისკებით  სამედიცინო  ბაზარზე  სეგმენტ შემატო  ამ  დონის  კლინიკა,  მინიმუმ  გაკიცხვ არ იმსახურებს.  არც  დაუმსახურებელ  მადლობას  ვითხოვთ, მაგრამ ყურადღებით ვისმენთ  სამართლიან  და  მათ შორის უსამართლო შენიშვნებსაც, შემდგომ  ვაკეთებთ  დასკვნებს  და  ვგეგმავთ  წარმატებულ  მომავალს. დამეთანხმებით, რომ ნებისმიერი  წარმატებაზე  ორიენტირებული  კლინიკა მოტივირებულია, რომ დროის შესაძლო შემჭიდროვებულ ვადებში შექმნას პროფესიონალთა ნდი, რომელთაც მიმართავენ  პაციენტები  და  ისინი  მიიღებენ ადექვატურ ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობას, რაც რა თქმა უნდა თანამედროვე ცივილიზაციაში არსებულ  სტაციონარებში  ყველგან განფასებულია და ღირს გარკვეული თანხა. სამწუხაროდ  არსებობენ  ადამიანები,  რომელთაც  მიაჩნიათ, რომ  სამედიცინო დაწესებულებები  არ  უნდა  იყოს  კერძო,  მათი აზრით უკეთესია  სახემწიფო  საკუთრებაში  არსებული ჰოსპიტალები,  კლინიკები  არ  უნდა  იყოს  რენტაბელური, ბიზნესის  წესებით  მოთამაშე  სექტორზე   და  ყველა  სამედიცინო მომსახურეობა  აუცილებლად უნდა იყოს უფასო.  ჩვენი მოვალეობაა მოვისმინოთ ეს აზრიც, ავიტანოთ  ამ  კუთხით  გამოთქმული  არგუმენტს მოკლებული  საყვედურები, მაგრამ  ვერასდროს ვერ ვიქნებით  ასეთი  ადამიანების  თანამოაზრეები, ვინაიდან,  მიგვაჩნია  რომ  სხვადასხვა   ასპექტებთან   ერთად  სამედიცინო  დაწესებულება  აუცილებლად  უნდა იყოს ბიზნესის ნაწილი, ორიენტირებული გონივრულ მოგებაზე, რათა ინვესტიციები  განახორციელოს  თანამედროვე  სამედიცინო  ტექნოლოგიების შეძენა – დანერგვაში, სამედიცინო  პერსონალის  გადამზადებაში  და  ყველა  იმ სიახლეების ათვისებაში, რომელიც კლინიკას არ ჩამოარჩენს დროსა და თანამედროვე სტანდარტებს, რომელიც სწრაფად  და ელვისებური სისწრაფით ვითარდება.  საექიმო  საქმიანობას  დღეს 21 – ე საუკუნეში  ცალკე  დამოუკიდებლად, შიშველი ხელებით  ვერ  განახორციელებს  ვერც ერთი  მაღალი  დონის  ექიმ – სპეციალისტი,  თუ მას კლინიკამ საამისოდ არ შეუქმნა შესაბამისი სამოქმედო  ასპარეზი  საუკეთესო  პირობები, რაც სავალდებულოა  სამედიცინო მომსახურეობის  სრულად,  დროულად  და  ხარისხიანად  მიწოდებისათვის.  ეს  კი  მდგომარეობს  შემდეგში:  მისაღები  ინტერიერ ექსტერიერი,    ძვირად  ღირებული  დიაგნოზის  დასასმელად  საჭირო  ლაბორატორიული  და  სხვაასხვა  სამედიცინო დიაგნოსტიკური  აპარატურა,  ასევე თანამედროვე  სტანდარტების  სამანიპულაციო,  საოპერაციოები, რომლებიც ასევე  საკმაოდ   ძვირად  ღირებული  ინფრასტრუქტურული   და  სხვა  სახის   პროდუქტია,  აღარაფერს   ვამბობთ  სახარჯ მასალებზე, რომლის თავისუფალი  არჩევანი  ნებისმიერი  ექიმისათვის  განსაკუთრებული   კომფორტია  და  ეს  ჩვენი  კლინიკის  პრიორიტეტია სხვადასხვა პრიორიტეტულ  მიმართულებებთან   ერთად.  ინფორმაციისათვის,  ამ კუთხით  განხორციელებული  ინვესტიციები   ასევე   დამფუძნებლების   პირადი,  გონივრული რისკებიდან და პასუხისმგებლობიდან გამომდინარეობს. ზემოჩამოთვლილი  ინფრასტრუქტურის  კლინიკის  დამფუძნებლების ინიციატივით შეძენის   გარეშე,  ექიმის პროფესიონალური საქმიანობის  განხორციელების  სიზუსტე,  ვფიქრობთ  რისკების  შემცვლელია. თითოეული  ექიმი და არა მარტო ისინი, თანამშრომლები, რომლებსაც კლინიკისათვის  სარგებელი  მოაქთ  ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მათი სამედიცინო საქმიანობა საკმაოდ  ანაზღაურებადია, მათივე შემოტანილი თანხებიდან  და  ასევე  მხარდაჭერილია  დიდი  ინვესტიციების განხორციელებით ზემოხსენებული შესაბამისი  ინფრასტრუქტურის  შექმნით. ამიტომ   ცალკე  განხილვა  მხოლოდ  საექიმო საქმიანობისა  კლინიკისათვის საგებლის მოცემის თვალსაზრისით, ზემოხსენებული   მყარი  არგუმენტებიდან  გამომდინარე,  რბილად, რომ  ვთქვათ  სამედიცინო სფეროში არსებული მდგომარეობისა და ინფორმაციის არ ფლობის შედეგია. როგორც ზემოთ მოგახსენეთ ჩვენი კლინიკა აღჭურვილია ბოლო თაობის ულტრათანამედროვე  საკმაოდ  ძვირადღირებული   სამედიცინო  აპარატურით, რომელიც შერჩეულია  ჩვენთან მომუშავე, მათ შორის თქვენს პოსტში დასახელებული  ჩვენი  მეგობარი  ექიმების  მიერაც.   გვინდა გითხრათ, რომ დღემდე  ვმუშაობთ  გუნდური  პრინციპით  და  გვაქვს  დათქმა  ერთმანეთთან, რომ ხშირად  ვიკამათოთ, ვიყოთ კრიტიკულები  მეტი  წარმატების მასაღწევად. დამიჯერეთ  ეტაპობრივად  ბარდება  წარსულს ისეთი  ეპიზოდები, როდესაც პაციენტები  ენდობოდნენ  მარტო  ექიმებს ან  მარტო კლინიკას.  ხვალინდელი ალგორითმია  რომ პაციენტი ენდობა კლინიკას და ამ კლინიკაში მომუშავე პროფესიონალთა  გუნდს.  ეხლა  რაც  შეეხება  კლინიკის  სამოქმედო ტერიტორიიდან  გარეთ   არსებულ  ფაიან  სველ  წერტილს. ვაასტურებთ, ფაქტს რომ კლინიკის გარეთ, სხვა იურიდიულ მისამართზე  ფუნქციონირებს  ფასიანი  სველი  წერტილი  და  ვისაც  აქვს  სურვილი  ისაგებლებს ამ მომსახურეობით, ეს მათი  უფლებაა.  ამავე  დროს  მოგახსენებთ, რომ კლინიკის ეზოში, გარე პერიმეტრზე,  ასევე კლინიკის  ადმინისტრაციულ  შენობებში,  ფუნქციონირებს რამოდენიმე უფასო  სველი წერტილები, რომლითაც  სარგებლობა შეუძლია ყველა კატეგორიის მოქალაქეს, ვინც მოხვდება  კლინიკაში.  ჰოსპიტალის  გარეთ არსებულ  და ჰოსპიტალის  სამოქმედო  ტერიტორიაზე   ფუნქციონირებად   სველ   წერტილებს  შორის სხვაობა ჰიგიენური ან სხვა თვალსაზრისით  არ არსებობს.  აქვე  ინფორმაციისათვის შეგახსენებთ, რომ ნებისმიერი  ფასიანი  მომსახურეობა  ეს  იქნება  ფასიანი პარკირება, ფასიანი სველი წერტილი  და  სხვა  კანონით  ნებადართული  საქმიანობა, აღირიცხება საკონტროლო– სალარო  აპარატით  და თანხები  შემოსული  ამ კუთხით, გარდა  მეპატრონისა, სხვადასხვა  გადასახადების სახით აისახება სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში,  რომელიც შემდგომ ხმარდება ჩვეც პენსიებს, ხელფასებს და სხვადასხვა  სოციალურ, პროგრამულ  ვალდებულებებს.  

არ  შეესაბამება  ასევე  სიმართლეს ის გარემოება, რომ პატრული აჯარიმებს კლინიკაში მომსახურეობის მისაღებად მოსულ იმ პაციენტებს ვინც გადმოყავთ  სატრანსპორტო  საშუალებიდან.  კლინიკის ეზოში შესვლის უფლება აქვს ნებისმიერ სატრანსპორყო საშუალებას, რომელსაც სხვადასხვა სახის მომსახურეობის მისაღებად  მოჰყავს  ჰოსპიტალში  პაციენტი. ამ კუთხით  რეგულაციის  წესი  ასეთია; კლინიკაში მომსახურეობის მისაღებად მოსული პაციენტის სატრანსპორტო საშუალებიდან გადმოყვანა ხორციელდება კლინიკის შიდა პერიმეტრზე, გადაუდებელი  მომსახურეობის  დეპარტამენტში – მისაღებში. ამის შემდგომ სატრანსპორტო  საშუალების  მეპატრონე  ვალდებულია   დატოვოს ჰოსპიტალის ეზო  და  გარეთ  სატრანსპორტო  საშუალება გააჩეროს სამ ალტერნატიულ ადგილზე. ა)მერიის ფასიან სადგომ, თუ რა თქმა უნდა ის თავისუფალია კლინიკაში მომართვიანობის  დატვირთვიდან  გამომდინერე და მას ამ სადგომით სარგებლობის  კანონიერი  უფლება გააჩნია. ბ)ფასიან სადგომ, რომელიც კლინიკის  გარე  პერიმეტრზეა  და  გააჩნია სხვა  იურიდიულ მისამართი, სადაც შესვლა არის ნებაყოფლობითი  მისი საფასური 24 საათის განმავლობაში სედანის ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისათვის  შეადგენს 50 თეთრს, ხოლო ჯიპის   ტიპის სატრანსპორტო საშუალებისათვის ასევე 24 საათის განმავლობაში 70 თეთრს.  ვადასტურებთ, რომ ფასიანი სადგომის ტერიტორიაც მოქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად  არის  კლინიკის  საკუთრება, მაგრამ ამაზე ვიზრუნეთ  იმ მოტივით, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა მიწოდების ფაქტორიდან  გამომდინარე, ასევე კანონიერად შესაძლებელი  იყო  მისი მესაკუთრე  გამხდარიყო  სხვა იურიდიული  პირი,  რომელიც  კლინიკაში მომართვიანობის სიმრავლიდან  გამომდინარე  პარკირების  შექმნის  აუცილებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, რენტაბელობის მიღების თვალსაზრისით   დააწესებდა ფასიანი მომსახურეობის  საათობრივ  კანონიერ  ტარიფს, ისევე, როგორც მაგალითად  არის დედაქალაქში  სხვადასხვა ცნობილი  და პრესტიჟული კლინიკების მიმდებარედ, რომელთაც ეზოში არ გააჩნიათ  პარკირებისათვის   საჭირო  საკმარისი  ფართი. ასეთ სადგომებზე საფასური დედაქალაქში შეადგენს საათში მინიმუმ 1– 2 ლარს.  ვფიქრობთ ჩვენს მიერ დასახელებულ ზემოხსენებულ  ტარიფსა და  ამ  სეგმენტზე არსებულ ტარიფებს შორის რადიკალური განსხვავებაა. სამედიცინო დაწესებულება, მინიმუმ მასში მომუშავე პერსონალის სიმრავლიდან გამომდინარე  არ არის ვალდებული უზრუნველყოს კლინიკაში დასაქმებული პერსონალის სატრანსპორტო საშუალებებისათვის  უფასო  პარკინგი. გ) სატრანსპორტო საშუალების დაყენება მეპატრონეებს შეუძლიათ კლინიკის გარე პერიმეტრზე შეზღუდვებისგან თავისუფალ მონაკვეთებზე, იქ სადაც არ ხდება დარღვევებისათვის ჯარიმების დაკისრება  და ეს მონაკვეთები კლინიკის გარე პერიმეტრზე კარგად არის გამიჯნული – გამოკვეთილი. სამწუხაროღ  ჩვენ  არ  გვიყვარს  კლინიკიდან  რამოდენიმე ნაბიჯში სატრანსპორტო  საშუალების  დაყენება  და  გვინდა  რომ  უფასო  მომსახურეობა მივიღოთ  იქ  სადაც მომსახურეობა ფასიანია. არ გვინდა გავიგოთ, რომ კომფორტი და მომსახურეობა  მთელ ცივილიზებულ სამყაროში დიფერენცირებული  და  ფასიანია.  ვცდილობთ, რომ  პრივილეგია მივიღოთ კანონისა და სხვათა  ინტერესების დარღვევის  ხარჯზე.  ამაყები ვართ, როდესაც სხვისი  მაღალი  ხარისხის  მომსახურეობა  ჩვენთვის უფასოა და ჩვენი პროდუქტი სხვასთან მიმართებაში გაყიდვის  შემთხვევაში  ბრილიანტის საფასური ღირს. ხდება ასეთებიც  და დარწმუნებულნი  ვართ, რომ  ეს აზროვნება შეიცვლობა დროისა და მოთხოვნების  შეცვლის  პარალელურად.  უბრალო შედარებისათვის ანალოგი; მოგწონთ  არხი  უყურეთ, არა გადართეთ.  იგივეა; მოგწონთ კომფორტი ისარგებლეთ, არ მოგწონთ ეძებეთ ალტერნატივა.  გაქვთ  საშუალება  გადაიხადეთ, არ ხართ  გადახდის  მოყვარული, მოძებნეთ  თქვენთვის მისაღები უფასო მომსახურეობის  ალტერნატიული კომფორტის ზონა. გაჭირვებას, სიდუხჭირეს და სხვაგვარ  სოციალურ  პრობლემებს, ღმერთის წყალობით სახელმწიფო პატრონაჟობს და აფინანსებს.  შესაბამისი კვალიფიციური  სამსხურების  მიერ  კლინიკის გარე სამოქმედო პერიმეტრი  შესწავლილი  და  დაგეგმილია ისე, რომ  არ  მოხდეს  ქაოსურად  მანქანების  გაჩერება,  რასაც  ადგილი  ჰქონდა  6  თვის  განმავლობაში  და რაც ქმნიდა  საათობით  საცობებს, რომელიც ხელს უშლიდა  სასწრაფოს  მიერ  კლინიკაში  პაციენტების  დროულად  შემოყვანას,  საზოგადოებრივი ტრანსპორტის გეგმით მოძრაობას და სხვა სატრანსპორტო საშუალებათა ნორმალურ გადაადგილებას.    პრობლემა  იმაშია,  რომ   კანონის არ მორჩილ ადამიანებს უყვართ  მოძრაობის, დგომის მარეგულირებელი ნიშნების უგულველყოფა. სამწუხაროდ  თქვენ დაჯარიმდით არა იმის გამო, რომ პაციენტი სასწრაფოდ უნდა შეგეყვანათ  გარე ტერიტორიაზე გაჩერებული მანქანიდან კლინიკაში, არამედ  დაჯარიმდით  იმის  გამო, რომ სატრანსპორყო საშუალება გააჩერეთ იქ სადაც  მისი  გაჩერება  არ  შეიძლებოდა, მიუხედავად  იქ არსებული მარეგულირებელი  საგზაო  ნიშნის არსებობისა. სწორედ  ასეთი  არასწორი  პარკირებების  და  ქაოსური,  მარჯვენა და მარცხენა ზოლებში სამ რიგად  მანქანების დგომით  იქმნებოდა  ზემოხსენებულ ტერიტორიაზე 6 თვის განმავლობაში პრობლემური საცობები,  სასწრაფოს  ამ  მოტივით  დროზე  ვერ  შემოყავდა  კლინიკაში პაციენტები დახმარების აღმოსაჩენად.  დარწმუნებული  ვართ,  რომ  ნებისმიერი პიროვნება  ჩვენ, თქვენ  რომ  მომხვდარიყავით  იმ საცობში  დავიწყებდით  სამართლიან  კლიტიკას  ან უდუსციპლინო მძღოლების, ან პატრულის,  ან  კლინიკის  ან ყველას ერთად და იქნებოდით მართლები. ძნელი წარმოსადგენია  ის  გარემოება  თუ  ვინ  იქნება  პასუხისმგებელი, როდესაც კლინიკაში  მოყავთ  მძიმე  პაციენტი და კლინიკათან  მანქანების ქაოსურად დგომის  გამო, პაციენტი  კლინიკაში გარე პერიმეტრზე არსებული კანონდარღვევების გამო დროზე  ვერ  ღებულობს აუცილებელ, სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და შემთხვევა მთავრდება პაციენტის გარდაცვალებით.  ასეთი  ფაქტის  დადგომის  შემთხვევაში, რაც ღმერთის  წყალობით არ მომხდარა, შეფასებები ჩვენი, თქვენი და სხვათა  მხრიდან  იქნებოდა  სხვაგვარი და ვიქნებოდით ასევე მართლები.

თუ ვინმე დაინტერესდება რამდენჯერ ვიძახებდით დღეში პატრულს 6 თვის განმავლობაში  ასეთი  ქაოსური სიტუაციების დასარეგულირებლად დარწმუნებულნი  ვართ, რომ შეიცვლის რიტორიკას საკითხთან დაკავშირებით. მადლობა პატრულს, რომ ყოველთვის ოპერატიულად რეაგირებდა გამოძახებეზე. პრობლემები  სამწუხაროდ ჩვენს თავში უნდა ებოთ და არა პრობლემის მომწესრიგებლებში. რაც  დაიწყო ჯარიმებმა  მოქმედება პრობლემა ავტომატურად მოწესრიგებადი  ხდება  და  იცით  რატომ?  მძღოლები  ვინც  ერთხელ სამართლიანად  დაჯარიმდნენ,   აღარ დაჯარიმდებიან, ვინაიდან აღარ დაარღვევენ კანონს ახალი რეგულაციების ინფორმირებულების გამო. 6 თვის განმავლობაში არ მოქმედებდა  ვიდეო  ჯარიმები, პერიმეტრზე დაყენებული იყო ამკრძალავი ნიშნები და ყველა ამ ნიშნების არსებობის მიუხედავად  უხეშად  არღვევდა  კანონს, ვინაიდან ჯარიმის დაკისრების  შიში არ ჰქონდა და  არ  ანაღვლებდა მათი  არასწორი დგომა გაჩერებით გამოწვეული ხელოვნური საცობები,  ნაკლებად აღელვებდათ  სასწრაფ მიიყვანდა თუ არა მძიმე პაციენტს დროზე კლინიკაში. დაიწყო ჯარიმების  დაკისრება, გავრცელდა ინფორმაცია, ეტაპობრივად, გეომეტრიული პროგრესიით მცირდება დამრღვევთა  ოდენობა და ადგილი აღარ აქვს საცობებს. უბრალო ანალოგიისათვის; ვერავინ ვერ წარმოიდგენდა 90 წლებში საქართველოში საკონტროლო– სალარო   აპარატებს სისტემურად თუ აამუშავებდნენ ობიექტები. დაიწყო  კანონმა  მოქმედება, კერძოდ ჯარიმების დაკისრება, ყველგან მოქმედებს  საკონტროლო– სალარო  აპარატები  და  აღირიცხება  შემოსავლები.  ჯარიმა, რომელიც  ჩვენ  არ  მოგვწონს  ესეც  ბიუჯეტის  შემოსავლების  ერთ  ერთი სეგმენტია  და  აქედან  შემოსული  თანხებიც  ჩვენს პენსიებს, ხელფასებს, სხვადასხვა სოციალურ და პროგრამულ ვალდებულებებს არდება. უნივერსიტეტში თქვენი სტატუსიდან გამომდინარე დაგვეთანხმებით,  რომ  აღურიცხავობას, კანონის დარღვევას, ქაოსს,  აღრიცხვიანობა, კანონის დაცვა და ბიუჯეტში  შენატანები  ჯობია.  ნუ  დაარღვევენ  და არ დაჯარიმდებან. ამ ლოგიკას არ  აქვს  ალტერნატივა   თუ  ადამიანები  არიან  შურზე და მტრობაზე ამაღლებულნი.

რაც  შეეხება  ფაიან  პარკირებაზე  ექიმებისათვის  და  სხვა  თანამშრომლებისათვის თანხის  გადახდას  და  მათი  ღირსების  შელახვას. ასეთი  ინფორმაციის  გავრცელება  რბილად  რომ  ვთქვათ  პოპულიზმია. ეხლავე მოგახსენებთ  რატო;

პირველი; ძალიან თხოვთ ყველას ნუ ჩაერევიან ჩვენსა და ჩვენი ექიმების ურთიერობებში. თითოეული მათგანი  ჩვენი მეგობარია და მერწმუნეთ არცერთი არ არის შეშინებული  პირვნება,  რომ  დამფუძნებლებთან პრობლემაზე  არ  ისაუბრონ. თქვენი  პოსტი  მოიწონა  თქვემნა მეგობარმა და ჩვნთვის  საპატივცემულმა  ექიმმა  ბატონმა გიორგი  დევიძემ.  ბატონი გიორგი  ექიმის ერთი კონსულტაცია   მისივე   განფასებით  ღირს  30 ლარი (9 ლარით მეტი ფასიან პარკირებაზე, ერთი თვის განმავლობაში გადასახდელ თანხასთან მიმართებაში),  საიდანაც ბატონი გიორგი ღებულობს  კუთვნილ  ანაზღაურებას. გარდა ამისა მისი კუთვნილი ანაზღაურება ფინანსდება  ყოველი ჩატარებული ოპერაციის ღირებულებიდან  ღირსეული პროცენტით. საერთო ჯამში მისი  და  თქვენს  პოსტში  ჩამოთვლილი  ჩვენი  მეგობრების,  სახელფასო ფონდში ფასიანი პარკირების გადასახადის პროცენტული  წილი მათი სხვადასხვა სახელფასო ოდენობის ანაზღაურებიდან  გამომდინარე მერყეობს 0.175% დან – 0.445% მდე. მათ თუ ფასიან ავტოსადგომზე მანქანის პარკირების  სურვილი არ  გააჩნიათ  ეს ნებაყოფლობითია  და ვერავინ მათზე ზეწოლას დაგვიფაროს ღმერთმა ვერ მოახდენს. როგორც  ვიცით  მანქანების  განთავსება  ფასიან  სადგომზე მათი მხრიდან ხდება მხოლოდ მათი სურვილით და ამ კუთხით რაიმე სახის პრეტენზია არ წამოჭრილა, ვინაიდან არსებობს მანქანების დგომის ზემოთხსენებული  სხვა  კიდევ  ორი ალტერნატივა. ბატონ გიორგი დევიძეს, რომელიც როგორც ზემოთ მოგახსენეთ არის მათ შორის თქვენი მეგობარიც  გვინდა შევთავაზოთ  წინადადება, რომელიც გთხოვთ აიყვანოთ პირად კონტროლზე  მასთან თქვენი მეგობრობის ფაქტორიდან გამომდინარე. მისი კონსულტაციები ჩვენს კლინიკაში ჩატარებული პაციენტებზე გავხადოთ  უფასო.  ეს  იქნება  დიდი  მხარდაჭერა  პაციენტებისათვის  როგორც  მისი ასევე  ჩვენი კლინიკის მხრიდან. კლინიკა  უარს  ამბობს პაციენტების კონსულტაციის ტარიფიდან  გადასახდელი თანხის პროცენტულ ოდენობაზე.  ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ   კლინიკა ბატონ გიორგის  გადასცემს ფასიანი სადგომით სარგებლობის ერთწლიან ვაუჩერს საჩუქრად, თუ რა თქმა უნდა მას, მისი თქვენს პოსტზე დაფიქსირებული პოზიციიდან  გამომდინარე  ექნება  სურვილი,  რომ ისარგებლოს ფასიანი  სადგომით.  უბრალოდ  ინფორმაციისათვის, იქ  სადაც  კლინიკამ  მოაწყო  ფასიანი ავტოსადგომი, ის ტერიტორია იყო ანტისანიტარიის კერა, ხოლო  ინფრასტრუქტურული  პროექტის შექმნაზე დაიხარჯა 350.000 დოლარზე მეტი ინვესტიცია. ნუთუ  მართლა  ფიქრობს  ვინმე, რომ  ის  სატარიფო  პოლიტიკა  ფასიან ავტოსადგომზე,  ასევე  იმ განცალკავებულ  ტერიტორიაზე   შექმნილი  სხვა  პროექტები  მალე   გაისტუმრებს  ზემოხსენებული  ინვესტიციის  ღირებულებას.    ალბად  ვინმე ფიქრობთ, რომ მალე. ჩვენ  კი გათვლა გვაქვს გრძელვადიან პერსპექტივაზე. სამწუხაროდ ერთი უბედურება  გვჭირს  ზოგიერთ  ადამიანს.  სხვისი  ნაკეთები  არ  მიგვაჩნია  არაფრად  და  ის სულ უნდა  ვაკრიტიკოთ, ხოლო  საკუთარი  ურემი  უნდა  შევაფასოდ ოქროდ ან ბრილიანტად. დავესესხებით  ერთ  გამოთქმას; თქვენი თავი მაყიდინა იმდენად, რამდენიც ღირხართ ჩემს თვალში და შემდგომ  გამაყიდინა იმდენად, რამდენიც  ღირხართ თქვენი წარმოდგენით. არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ, რომ რაიმე სახის გადასახდელი აქვთ სხვადასხვა სახის მომსახურეობაში, ასევე არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ სწავლის საფასურს არ უნდა იხდიდნენ, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კარგი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს თანხის გადაუხდელობის  გამო  უმაღლესი სასწავლებლებიდან არ უნდა რიცხავდნენ და ყველა ეს და სხვა მრავალი მოთხოვნა ინდივიდუალურია.  ყველა მათგანს აქვს არსებობის უფლება, ზოგიერთი მოთხოვნა სამართლიანია, ზოგიერთი უსამართლო. სწორედ  ამიტომ  არსებობს  მართვის  მენეჯმენტი  და კონკურენციის მკაცრი წესები და  ყველა  მოთამაშემ  ეს  უნდა ახორციელოს დამოუკიდებლად. გაიმარჯვებს და წარმატებას მიაღწევს მხოლოდ ძლიერი. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებაში არ უნდა დავმკვიდროთ ფინანსურად შეძლებული  იურიდიული პირების სიძულვილი, არ უნდა გავბრაზდეთ, რომ კანონდარღვევის გამო გვაჯარიმებენ და ამ ჯარიმის გადახდა  შესაძლოა იყოს მძიმე. მთელ თანამედროვე ცივილიზაციაში საზოგადოება დიფერენცირებულია  სამწუხაროდ  ფინანსურად  ღარიბ ფენად და ასევე საშუალო და მდიდარ ფენებად. ამ კუთხით ვერ იქნება საქართველო გამონაკლისი და ნუ დავამკვიდრებთ  ალგორითმს, რომ  მდიდარი ყოველთვის ცუდია და მტყუანი, ხოლო  ფინანსურად  სუსტი  სულ მართალი და კარგი. ყოველი  ასეთი შემთხვევა ინდივიდუალურია და მსაჯული მხოლოდ უფალი. მთავარია, რომ სხვის უბედურებაზე  არ  მოხდეს  საკუთარი  ბედნიერების  აგება.  ზოგს მდიდარი მოსწონს, ზოგს კიდევ ღარიბი და ესეც ინდივიდუალური გემოვნების საკითხია, მთავარია  ადამიანებს  გვიყვარდეს  ერთმანეთი  და მხარს ვუჭერდეთ ერთმანეთს სიკეთისა  და  კარგი  საქმეების  კეთებაში.  ზოგს გააჩნია ბიზნესის შექმნისა და შესაბამისად  ადამიანების  დასაქმების ნიჭი, უნარი, ხოლო ზოგს შეუძლია ამ სამუშაო  ადგილებზე  მუშაობა  და  იურიდიული პირისათვის სარგებლის მოტანა, ზოგს კი არც ერთი შეუძლია და არც მეორე. ეს კი არ ნიშნავს, რომ ამის გამო საიგნორო  ადამიანების  დიფერენცირება მოვახდინოთ. მოგვიტევეთ, მაგრამ ვერ მივიღებთ ვერც ერთს  თქვენს  არგუმენტს  რაც  ჩამოაყალიბეთ  თქვენს პოსტში და ეს ჩვენი უფლებაა. დაგეწერათ ეს პოსტი ეს თქვენი უფლება  იყო.  ჩვენი   უფლებაა  გიპასუხოთ და გავაკეთეთ კიდეც  და  როგორც ზემოთ მოგახსენეთ  მეტს კლინიკა  ამაზე კომენტარს არ  გააკეთებს.  სამწუხაროა რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ასეთ თემებზე გვიწევს  კომენტარების  გაკეთება,  მაგრამ  სიმართლე  – შურზე, მტრობაზე და ბოღმაზე  ამაღლებულმა, წიგნიერმა აკადემიურმა საზოგადოებამ –  ადამიანებმა განსაზღვრონ.

ასევე  ინფორმაციისათვის; თემა, რომელსაც თქვენ შემაშფოთებელს ეძახით,   შეისწავლა  ადგილობრივმა  და  რესპუბლიკურმა  კომპეტენტურმა  ორგანოებმა მათთან ზემოხსენებულ  პრობლემურ  საკითხებზე  გაგზავნილი  წერილების  საფუძველზე, რომლებიც  თავადაც მოგეხსენებათ, რომ  გადაწყვეტილებებს  ნაცნობობით  და  ნეპოტიზმით  არ ღებულობენ. დაინტერესების  შემთხვევაში  შეგვიძლია- ეს  კორესპოტენცია გაგაცნოთ. ადგილობრივი და ცენტრალური ორგანოებისათვის  კანონის  უზენაესობა პრიორიტეტია და სწორედ ამაზე დაყრდნობით  მიიღეს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც სჯის  კანონის დამრღვევებს, მხარს უჭერს აღრიცხვიანობის მოწესრიგებას,  ურჩი მოქალაქეებისგან  ჯარიმების   სახით  დაკისრებული  თანხების  ბიუჯეტში შეტანას და სხვა სწორ გადაწყვეტილებებს.  

ქალბატონო ნატალია,

მოგიხდით ბოდიშს ასეთი ვრცელი პასუხისათვის, მაგრამ  გვინდოდა  ყველაფერზე ამომწურავად  გვეპასუხა. თქვენი უნივერსიტეტში მოღვაწეობის სტატუსიდან გამომდინარე  დარწმუნებულნი ვართ, რომ დეტალურად გაეცნობით ამ პასუხის შინაარს  და  პოსტში  დაფიქსირებულ   პოზიციას გადახედავთ სრული  და ამომწურავი  ინფორმაციის  მიღების შემდგომ. თუ კიდევ დამატებით გაგიჩნდათ შეკითხვები მზად ვართ გიპასუხოთ როგორც საჯაროდ ისე საჭიროებისამებრ შეხვედრისას.  ჩვენ  თუ  ამ წერილით  გაწყენინეთ  ამაზე  მოვიხდით  ბოდიშს. თუ თქვენი აზრი არ  შეიცვლება  ესეც  თქვენი  უფლებაა.  დავრჩებით შურისა  და  მტრობის  გარეშე  ადამიანებად,  რომლებსაც ამ საკითხზე  გაგვაჩნია სხვადასხვა  პოზიციები.

 

 

                           პატივისცემით,

          კლინიკის დამფუძნებლების სახელით,

კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური



ნანახია 801-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error