მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფია

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში   რადიოლოგიური კუთხით სიახლეა – კლინიკის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფი ახალი პროგრამით აღიჭურვა, რომლის საშუალებითაც უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ მთლიანი სხეულის მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით.

კვლევა საშუალებას გვაძლევს ძალიან მაღალი სიზუსტით ჩატარდეს სხვადასხვა დაავადებების (მათ შორის ონკო დაავადებების) ადრეული დიაგნოსტიკა და მეტასტაზების იდენტიფიცირება

სამიზნე ორგანოებია: მთელი სხეული
სამიზნე დაავადებები:
მეტასტაზები ძვლებში, ლიმფომა, მიელომური დაავადება
მეტასტაზები ლიმფურ კვანძებში, თავის ტვინში, გულმკერდის, მუცლისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებში.

აღნიშნული დიაგნოსტიკური ინოვაცია თავისი სიზუსტითა და მგრძნობელობით უტოლდება და რიგ შემთხვევებში ჯობნის კიდეც, PET SCAN –ით მიღებულ ინფორმაციას.

გამოკვლევის დროს ხდება მთელი სხეულის დეტალური კვლევაა თავის ტვინიდან მცირე მენჯის ჩათვლით და ამ კვლევის ხანგრძლივობა დაახლოებით 90 წუთია, ამჟამად აქციის ფარგლებში მისი ღირებულება 700 ლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ აღჭურვილია კომპანია Toshiba-ს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფით Vantage Elan, რომელიც ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. 

 

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 57118 27 67 ან (0431) 23 78 78.

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 334-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error