პოსტდიპლომური განათლება, უწყვეტი პროგრამული განვითარება

,,თანამედროვე, დიდი და ძლიერი კლინიკებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ის კლინიკა წარმოადგენს თუ არა პოსტდიპლომური განათლების ცენტს. რა თქმა უნდა ბევრად პრესტიჟულია იყო, დიდი ალმა-მატერების უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ბაზა. ჩვენ წარმოვადგენთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველაზე დიდი ბაზას დასავლეთ საქართველოში.

ჩვენი კლინიკა, ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი” გახლავთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აფილირებული კლინიკა. სტატუსის დამადასტურებელი სერთიფიკატიც რამდენიმე დღის წინ გადმოგვეცა.

პოსტდიპლომური განათლება ჩვენთან არის წარმოდგენილი სამი ძირითადი მიმართულებით, ეს გახლავთ რეზიდენტურა და ის მოიცავს ოთხ დარგს : კარდიოლოგია, რადიოლოგია, ზოგადი ქირურგია და ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია. გარდა რეზიდენტურისა მეორე მიმართულება პოსტდიპლომური განათლების გახლავთ უწყვეტი პროგრამული განვითარება(უპგ), რომელიც მოიცავს ექიმების უწყვეტ სამედიცინო განათლებას და ტრენინგებს. მე და პროფესორი ვაჟა აგლაძე ვართ 5 უპგ. პროგრამის ავტორი. ექიმებს ვალდებულება აქვთ ერთი წლის განმავლობაში დააგროონ 30 უპგ. ქულა, ანუ გაიარონ მინიმუმ ორი ტრენინგი.

რამდენიმე დღის წინ ჩვენს კლინიკაში ჩატარდა ექვს დღიანი უპგ. ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდნენ ექიმები ზესტაფონიდან , თერჯოლიდან , ქუთაისის და დასავლეთ საქართველოს რამდენიმე კლინიკიდან. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს, პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი პროგრამული განვითარების ინსტიტუტის რექტორს, ბატონ ზაზა ბოხუას, ბატონ გოჩა აბუთიძეს და ბატონ სოსო მაისურაძეს, რომლებმაც პატივი დაგვდეს, დაზოგეს ჩვენი დრო , გაითვალისწინეს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მომენტი და ჩამოვიდნენ აქ, რათა პირველად დასავლეთ საქართველოში ჩატარებულიყო აღნიშნული ტრენინგები. აქვე მინდა ვთქვა, რომ არა მარტო ემერჯენსის დეპარტამენტის ექიმების არამედ ამავე დეპარტამენტის ექთნებისთვისაც ჩატარდა ტრენინგი. ამისთვისაც დიდი მადლობა. სასიამოვნოა, რომ ექთნების განათლებასაც ეთმობა ასეთი დრო და რესურსები.

ამ ტრენინგების ექვს დღიანი კურსის განმავლობაში პოსტდიპლომური განათლების ინსტიტუტის თანამშრომელმა, მედიცინის დოქტორმა გოჩა აბუთიძემ ჩვენ გადმოგვცა აფილირების დამადასტურებელი დოკუმენტი. პროფესორ ვაჟა აგლაძეს გადასცა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორის წოდების დამადასტურებელი სერტიფიკატი. საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ბატონი ვაჟა აგლაძე არის ევროპის მწვავე კარდიულ პათოლოგიათა ვიცე პრეზიდენტი. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი დონის ექიმი მოღვაწეობს ჩვენს კლინიკაში.

მესამე მიმართულება რისთვისაც ვემზადებით იქნება სუბ. სპეციალობები, ისეთი მიმართულებებით როგორიცაა : ინტერვენციული კარდიოლოგია, ონკო ქირურგია, პროქტოლოგია და ასე შემდეგ. ეს იქნება რვა თვიანი კურსი. შესაბამისად ამისთვისაც მადლობა ბატონ ზაზა ბოხუას.

დარწმუნებული ვარ , რომ ჩვენი მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენს და კიდევ უფრო მომგებიანი იქნება დასავლეთ საქართველოს სამედიცინო პერსონალისთვის.”

,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი”-ს გენერალური დირექტორი, პროფესორი კახა ნურალიძე.

    



ნანახია 1086-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: