რადიკალური ცისტოპროსტატექტომია ენტეროცისტოპლასტიკით

ჩვენს კლინიკაში პირველად ჩატარდა ისეთი მასშტაბური ოპერაცია უროლოგიაში, როგორიცაა რადიკალური ცისტოპროსტატექტომია ენტეროცისტოპლასტიკით.

ჩატარებული ოპერაცია შარდის ბუშტის კიბოს დროს, საშუალებას იძლევა პაციენტს შეუნარჩუნდეს ფიზიოლოგიური შარდვა და სქესობრივი ფუნქცია. ენტეროცისტოპლასტიკის გაკეთებისთვის აუცილებელი  ჩვენებაა ინვაზიური კიბოს არსებობა. ოპერაციის დროს სიმსივნე უნდა იქნას ამოღებული ერთ ბლოკად ( პროსტატა სათესლე ბუშტუკებთან ერთად; შარდის ბუშტი ახლომდებარე რბილ ქსოვილებთან ერთად და მცირე მენჯის ლიმფური კვანძები). ამის შემდეგ აუცილებელია შარდის სადმე გადაყვანა, ანუ დერივაციის მეთოდი, ამ შემთხვევაში შეიქმნა ორთოტოპიული ბუშტი. რომლის დროსაც ხდება წვრილი ნაწლავიდან 60 სმ სიგრძის დაბალი წნევის რეზერვუარის შექმნა, რომელზეც მიერთებულია ორივე შარდსაწვეთი და დარჩენილი ნაწილი ურეთრის. ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტი შარდავს თვითნებურად, მაგრამ საათობრივად.

არსებობს დერივაციის მეორე მეთოდიც, რომლის დროსაც წვრილი ნაწილის გამოყვანა კანის ზედაპირზე ხდება, ამ დროს წვრილ ნაწლავში ჩანერგილია ორივე შარდსაწვეთი. ამ შემთხვევაში მას აქვს ერთი უროსტომა, რომელზეც იმაგრებს სპეციალურ პარკს, შარდის შეგროვების მიზნით. დერივაციის ეს ვარიანტი შედარებით უფრო გავრცელებულია, ვინაიდან იოლად გადასატანია პაციენტისთვის, ასევე უპირატესია იმ პაციენტებისთვის რომლებისც  ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას საჭიროებენ.

 

 

 



ნანახია 258-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error