რატომ ჩნდება კენჭი თირკმელში?

თირკმელში კენჭები არის მინერალებისა და მარილებისგან წარმოქმნილი მყარი სხეულები, რომლებიც გავლენას ახდენენ საშარდე სისტემის: თირკმელებისა და შარდის ბუშტის  ფუნქციონირებაზე.

თირკმლის ჭვალი (კენჭის გავლა) ძალზედ მტკივნეული პროცესია.

სიმპტომები

თირკმელში კენჭის არსებობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • ძლიერი ტკივილი ნეკნების ქვემოთ – გვერდებსა და ზურგის არეში
  • ტკივილის გადაცემა მუცლის ღრუს ქვედა ნაწილსა და საზარდულში
  • ტკივილის ინტენსივობის ცვალებადობა(მოვლითი ხასიათის ტკივილები)
  • ტკივილი შარდვის დროს
  • შარდის ვარდისფერი, წითელი ან ყავისფერი შეფერილობა
  • მღვრიე ან მძაფრი სუნის მქონე შარდი
  • გულისრევა და ღებინება
  • მუდმივად შარდვის სურვილი
  • ჩვეულებრივზე ხშირად შარდვა.

გამომწვევი მიზეზები

თირკმელში კენჭის წარმოქმნის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, თუმცა გარკვეული გარემო ფაქტორები ხელს უწყობს მის ჩამოყალიბებას.

თირკმელში კენჭების ფორმირება ხდება მაშინ, როდესაც შარდი შეიცავს კრისტალების მსგავს ნივთიერებებს, როგორიცაა – კალციუმი, ოქსალატი, შარდმჟავა მარილების ჭარბი რაოდენობა. გარდა ამისა, შარდში შესაძლოა იყოს ისეთი ნივთიერებების ნაკლებობაც, რომლებიც გვიცავს კრისტალების წარმოქმნისგან და ხელსაყრელ გარემოს ქმნიან კენჭების ფორმირებისათვის.

რისკ ჯგუფები

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • დეჰიდრატაცია – თუ არ იღებთ საკმარისი რაოდენობის წყალს, დიდია რისკი რომ მოხდეს კენჭების ფორმირება.
  • ზოგიერთი ტიპის დიეტა – თუ დიეტა გულისხმობს დიდი რაოდენობით ცილების მიღებას, ასევე მარილი და შაქარი ზრდის კენჭის განვითარების რისკს.
  • წონის პრობლემები – მაღალი სხეულის მასის ინდექსი (BMI)
  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები და ქირურგიული ჩარევები
  • სხვადასხვა დაავადებები და მედიკამენტების მოხმარება.

როდის დავგეგმოთ ვიზიტი ექიმთან

აუცილებლად ეწვიეთ ექიმს თუ გაწუხებთ ზემოჩამოთვლილი სიმპტომები. ხოლო თუ გაქვთ შემდეგი ნიშნები საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება:

  • ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ გიჭირთ ჯდომა ან მოხერხებული პოზის პოვნა
  • ტკივილს თან ახლავს გულისრევა და ღებინება
  • ტკივილს თან ახლავს ციება
  • სისხლიანი შარდვა
  • შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები.

გახსოვდეთ, რომ ექიმთან დროული ვიზიტი და დაავადების დროული მკურნალობა დაგეხმარებათ მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებაში.