რა არის მითი და რა რეალობა ლაბორატორიაში?


📍რა არის მითი და რა რეალობა ლაბორატორიაში?🧪

🔻პაციენტების დასმულ შეკითხვებს ჩვენი კლინიკის ლაბორატორიის გამგე ხათუნა ხოჯავა პასუხობს👇

🔹 მითი: ლაბორატორიული კვლევები ყოველთვის 100%-ით ზუსტია
🔹 რეალობა: კვლევების სიზუსტე ძალიან მაღალია, თუმცა შედეგებზე შეიძლება გავლენა იქონიოს სხვადასხვა ფაქტორმა — პაციენტის მომზადებამ, ნიმუშის სწორად აღებამ და ტექნიკურმა დეტალებმა.

🔹 მითი: ანალიზის ჩაბარება ნებისმიერ დროს შეიძლება, მომზადება არ არის საჭირო
🔹 რეალობა: ბევრი კვლევა საჭიროებს წინასწარ მომზადებას (მაგალითად, უზმოზე ყოფნა), რათა შედეგი იყოს სანდო.

🔹 მითი: ერთი ანალიზით ყველა დაავადების დიაგნოზი დასმულია
🔹 რეალობა: ლაბორატორიული კვლევები არის დიაგნოსტიკის ნაწილი და ხშირად საჭიროა დამატებითი კვლევები და ექიმის შეფასება.

🔹 მითი: სისხლის აღება ჯანმრთელობისთვის საშიშია
🔹 რეალობა: სწორად ჩატარებული პროცედურა უსაფრთხოა და არ წარმოადგენს საფრთხეს.

🔹 მითი: თუ არაფერი მაწუხებს, ანალიზების გაკეთება საჭირო არ არის
🔹 რეალობა: პროფილაქტიკური კვლევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენაში.

📆სამუშაო დღეები:
ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით ⏰ 09:30 დან 17:30 მდე .

🌐მის : ქუთაისი , ფოთის ქუჩა N 40

☎️ 995 571 18 27 67

#პროფესიონალი_კადრებით_დაკომპლექტებული_კლინიკა 🏥

#WRC_გისურვებთ_ჯანმრთელობას