რა დაავადებაა ანალური ნახეთქი – ექიმი პროქტოლოგი დავით მორჩაძე

ანალური ნაპრალი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროქტოლოგიური პრობლემაა. ნაპრალით უმეტესად ავადობენ ქალები. იგი წარმოადგენს ანალური ხვრელის მიდამოში ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევის შედეგად წარმოქმნილ ჭრილობას, რომელიც ხელშემწყობი ფაქტორების არარსებობისას უმეტეს შემთხვევაში თავად ხორცდება ექიმის ჩარევის გარეშე.

ანალური ნაპრალის წარმოქმნის ხელშემწყობ ფაქტორებზე, სიმპტომებსა და მკურნალობის საშუალებებზე ს ექიმი პროქტოლოგი დავით მორჩაძე გვესაუბრება.

 –  ბატონო დავით, რა არის  ანალური ნაპრალი?

– ანალური ნაპრალი წარმოადგენს ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო დეფექტს, ანალური არხის დასაწყისში. მას ახასიათებს ძლიერი ტკივილი შორისის არეში, დაუამებელი წვის შეგრძნება როგორც საკუთრივ ნაწლავის შიგნით, ასევე ანალური ხვრელის გარშემო. პათოლოგიური პროცესის აღმოცენების ყველაზე ხშირი მიზეზია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ტრავმირება მყარი ფეკალური მასებით და/ან უცხო სხეულით. პათოლოგიის პირველი სიმპტომი უკანა ხვრელის არეში ტკივილია. ტკივილი მუდმივია, დღის ნებისმიერ პერიოდშია გამოხატული, მაგრამ განსაკუთრებულად ძლიერდება დეფეკაციისას.

– რა სიმპტომებით ხასიათდება?

– ანალურ ნაპრალი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით:

1. ნერვულ დაბოლოებათა ძლიერი გაღიზიანების გამო უკანა ხვრელის სფინქტერის სპაზმი;

2. ანალური ხვრელიდან სისხლდენა;

3. ძლიერი ტკივილი დეფეკაციისას ან კიდევ დეფეკაციის აქტის დასრულების შემდეგ.

analfissure_large– როგორ უნდა განვასხვავოთ ბუასილის სიმპტომები ანალური ნაპრალის სიმპტომებისგან?

– ბუასილისაგან განსხვავებით სწორი ნაწლავის ნახეთქი უფრო ძლიერი და ხანგრძლივი ტკივილით ხასიათდება. იმდენად ძლიერით, რომ პაციენტები ცდილობენ შეგნებულად შეაკავონ დეფეკაციის აქტი, რაც თავის მხრივ შეკრულობის პროვოცირებას ახდენს. ტკივილი მოგვიანებით შორისისა და კუდუსუნის არეშიც ვითარდება. ასევე ანალური ხვრელიდან სისხლდენა, ბუასილისაგან განსხვავებით, სუსტად არის გამოხატული. სისხლის მცირე რაოდენობა შესაძლოა ნაცხის სახით გამოვლინდეს ტუალეტის ქაღალდზე ან კიდევ ფეკალურ მასებს შეერიოს;

– რა არის ანალური ნაპრალის წარმოქმნის  მიზეზები?
  – ანალური ნაპრალის წარმოქმნის მიზეზებია:

– მშობიარობა – ანალური ხვრელის მიდამოს მძლავრი დაჭიმვა ხშირად იწვევს ლორწოვანი გარსის გახევას და ანალური ნაპრალის ჩამოყალიბებას.

– ანალური არხის ტრავმები, რომელიც ვითარდება მყარი ფეკალური მასების გამო გაძნელებული დეფეკაციით, რასაც მოყვება, დაზიანებების ინფიცირება.

– ძლიერი ჭინთვები შეკრულობის დროს.

– მექანიკური ტრავმები (კლიზმის, სამედიცინო დიაგნოსტიკური ხელსაწყოების არასწორი შეყვანა, ანალური სექსი).

 – რატომ არ ხორცდება ანალური ნახეთქი?

– ანალური არხი ყველაზე მეტად მგრძნობიარე ადგილია სწორი ნაწლავის მიდამოებიდან, რადგან აქ გადაებმება როგორც სპინოცერერალური ნერვული დაბოლოებები, ასევე ვეგეტაციური ნერვული სისტემის დაბოლოებები, რაც რეფლექტორულად იწვევს სფინქტერის ძლიერ სპაზმს.

ასეთ სპაზმი ხელს უშლის ნორმალურ არტერიულ სისხლის მოდინებას დაზიანებსი ადგილში (იშემია), რის შედეგადაც ირღვევა ქსოვილების ყველა აღდგენითი და შეხორცებითი პროცესები.

ასეთი გარემოებები ხელს უწყობს ანალური არხის ნახეთქის ხანგრძლივ არსებობას.

slide_34– რა განსხვავებაა მწვავე და ქრონიკულ ანალურ ნახეთქს შორის?
– მწვავე ანალურ ნახეთქს ახასიათებს :

1.  ძლიერი მწვავე ტკივილი დეფეკაციის დროს, რომელიც ატარებს სისტემატიურ ხასიათს;

2. სისხლდენა უკანატანიდან დეფეკაციის შემდეგ;

3. სფინქტეროსპაზმი;

4. მწვავე ტკივილს შეუძლია პროვოცირება სტენიკარდიული შეტევების;

5. გადაცემითი ტკივილი გავაკუდუსუნის არეში, შორისის არეში.

მწვავე ანალური ნახეთქის დროს ძირითადად გამოიყენება კონსერვატიული მკურნალობა.

ქრონიკული ანალური ნახეთქი:

1. პერიოდული ტკივილი უკანატანის არეში დეფეკაციის შემდეგ;

2. ქრონიკულ ნახეთქს ახასიათებს გარეთა და შიგნითა “საგუშაგო ბორცვი“;

3. პერიოდულად ლორწოვანი გარსის დაზიანების შედეგად მცირე სისხლდენა.

 – როგორ ხდება სწორი ნაწლავის ნახეთქის მკურნალობა?

– დაავადების მწვავე ფორმის დროს პაციენტებს კონსერვატიული მკურნალობა ენიშნებათ. თერაპია სხვა მეთოდებთან ერთად რადიოტალღური ქირურგიის პროცედურებსაც მოიცავს. ადგილობრივად გამოყენებულ პრეპარატებს შორის აღსანიშნავია მალამოები, გელები, აბაზანები და სანთლები. ოპერაციული მკურნალობა ინიშნება შემდეგი ჩვენებების დროს:

– ქრონიკული ნახეთქი, „საგუშაგო ბორცვაკების“ არსებობისას.

– კონსერვატიული მეთოდების უეფექტობა.

ოპერაციის მიზანია კიდეებისა და ფსკერის ამოკვეთა, ისე რომ მთლიანად მოცილდეს სახეშეცვლილი ქსოვილი, რომელიც ხელს უშლის ნახეთქის შეხორცებას.



ნანახია 434-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error