რა შემთხვევაშია საჭირო ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია?

ბიოფსია ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტირებაში სხვადასხვა ორგანოს დაზიანების სახის გამოსავლენად.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში შეგიძლიათ ჩაიტაროთ დამიზნებითი ბიოფსია. დამიზნებითი ბიოფსია არის უსაფრთხო მეთოდი, არ იწვევს კეთილთვისებიანი წარმონაქმნის მალიგნიზაციას, ასევე, არ იწვევს ავთვისებიანი წარმონაქმნის ზრდის ტემპის და მეტასტაზების განვითარების დაჩქარებას, ტექნიკურად სრულდება მარტივად და აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი რამდენჯერმე გამეორება.

რა კვლევაა ბიოფსია და როდის გამოიყენება ის

როდესაც რადიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევებით ვერ ხერხდება დიაგნოზის დაზუსტება, ტარდება ბიოფსია. ეს პროცედურა დაზიანებული ქსოვილიდან მასალის აღებას გულისხმობს.

კვლევის საუკეთესო მეთოდია, რადგან მისი საშუალებით შესაძლებელია უჯრედების პირდაპირი, მიკროსკოპული შესწავლა. პროცედურის დახმარებით დგინდება დაზიანებების გამომწვევი მიზეზი (ანთებითი პროცესი, ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი წარმონაქმნი).

ხშირ შემთხვევაში ბიოფსიას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის.

ბიოფსიის სახეები ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოს კვლევა ტარდება, შესაბამისად, ბიოფსია შესაძლოა ჩატარდეს როგორც ულტრასონოგრაფიის, ისე კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით.

ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული სახის დაზიანების დროს, როდესაც რადიოლოგიური, კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემების შეფასების მიხედვით ენდოკრინოლოგს საფუძვლიანი ეჭვი უჩნდება ონკოლოგიურ ან კიბოსწინარე დაავადებაზე, საჭიროა ჩატარდეს დამიზნებითი ასპირაციული ბიოფსია ულტრასონოგრაფიის კონტროლით, რომელიც 95%–იანი სიზუსტით გამოირჩევა.

ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსიის დროს გამოიყენება უფრო მცირე ზომის დიამეტრის ნემსი, ვიდრე ვენური სისხლის აღების დროს. მრავალჯერადი ჩხვლეტის თავიდან ასაცილებლად პროცედურა ტარდება ექოსკოპიის კონტროლით.

პაციენტი ძირითადად ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. ინფიცირების პრევენციისთვის კისერი მუშავდება ანტისეპტიკური ხსნარით. დამიზნებითი ჩხვლეტით ხდება მასალის აღება. პროცედურის შემდგომ პაციენტს შეუძლია იმავე დღეს დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობას. ტკივილისა და შეშუპების შემთხვევაში სიმპტომურად ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ მისამართი: ქ. ქუთაისი ფოთის ქ. 40

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 571 18 27 67.

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 815-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error