რეგიონში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა:

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 25დან 60 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს პაპ-ტესტს; საჭიროების შემთხვევაში კოლპოსკოპია ( საშვილოსნოს ყელის მიკროსკოპული გამოკვლევა); აუცილებლობის შემთხვევაში ასევე უფასოა კოლპოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა.

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი უფასოდ ტარდება სამ წელიწადში ერთხელ.

ჩვენს კლინიკაში ასევე უფასოა მსხვილი ნაწლავის გამოკვლევები 50-დან 70 წლის ჩათვლით, რაც ითვალისწინებს ფარულ სისხლდენაზე სპეციალურ ტესტს (FOBT); საჭიროების შემთხვევაში უფასოა კოლონოსკოპია; აუცილებლობის შემთხვევაში ასევე უფასოა კოლონოსკოპიის დროს აღებული ბიოფსიური მასალის მორფოლოგიური კვლევა.

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი უფასოდ ტარდება ორ წელიწადში ერთხელ.

სკრინინგის პროგრამას ახორციელებს სახელმწიფო

#WRC #ერთადვიზრუნოთჯანმრთელობაზე



ნანახია 405-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: