რედუქციული მამოპლასტიკა – მკერდის დაპატარავება
მკერდის დაპატარავების – რედუქციული მამოპლასტიკის ოპერაციის საშუალებით ხდება დიდი ზომის მკერდის მოცულობისა და ფორმის კორექცია. მაშინ როცა მკერდის გადიდება მხოლოდ ესთეტიკური მიზნების გამო ხორციელდება, მისი დაპატარავება ხშირად აუცილებლობითაა განპირობებული.
მანდილოსნებისათვის დიდი ზომის მკერდს უამრავი პრობლემა მოაქვს: კანის გაღიზიანება, ოფლიანობა, წელისა და კისრი
ტკივილი, ძილის დროს სუნთქვის გაძნელება. აღნიშნული სიმპტომებისგან თავის დაღწევა მხოლოდ ოპერაციული მეთოდითაა
შესაძლებელი. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მკერდის ის ლამაზი ფორმა, რომელიც ოპერაციის შედეგად მიიღება.
მკერდის გადიდების მიზეზები
მკერდის გადიდება იწყება სქესობრივი მომწიფები პერიოდში და მისი ფორმისა და მოცულობის
ცვლილებები გრძელდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. ზომის “ნორმის” ზუსტი პარამეტრების
არარსებობის გამო, მკერდის ჰიპერტროფიის ობიექტური დიაგნოსტიკა პრობლემატურია. დიდი
ზომის (ჰიპერტროფული) მკერდის ფორმირება ხდება სხვადასხვა მიზეზების გამო.
- გენეტიკა. სხეულის აღნაგობის პარამეტრები მეტწილად გენეტიკურად არის ‘დაპროგრამებული“.
იგივე შრიძლება ითქვას მკერდის ზომასა და ფორმაზე. მაგრამ სრულიად არ არის აუცილებელი
შვილს ჰქონდეს იმავე ზომის მკერდი, როგორც დედას. დიდი ზომის მკერდი შეიძლება იყოს
მემკვიდრეობით ბებიასგან მამის მხრიდან, ან უფრო შორეული ნათევისგან.
- ჰორმონები. მკერდის ქსოვილზე გავლენას ახდენს თითქმის ყველა ჰორმონი. საკვერცხეების,
თირკმელზედა ჯირკვლების, ჰიპოფიზის და ტვინის (ჰიპოთალამუსის) ჰორმონები გავლენას ახდენენ
მკერდის ზრდასა და მის ფუნქციაზე დაბადებიდან დაწყებული მთელი ცხოვრების განმავლობაში.
მკერდის უშუალო გადიდებას იწვევს საკვერცხეებში სინთეზირებული ჰორმონი ესტროგენი.
ესტროგენი ზემოქმედებს სპეციალურ წარმონაქმნებზე, რომლებსაც ესტროგენის რეცეპტორები
ეწოდება. დიდი მკერდის მქონე ქალებს სისხლში, როგორც წესი, აქვთ ესტროგენის ნორმალური დონე და ესტროგენის რეცეპტორების ნორმალური რაოდენობა. შესაბამისად, ამ ფენომენის ახსნა შეიძლება მხოლოდ ერთი ვარაუდით: ზოგიერთ ქალის მკერდის ქსოვილი არის ზომიერზე მეტად მგრძნობიარე ესტროგენის მიმართ.
- ჭარბი წონა. კავშირი სიმსუქნესა და მკერდის გადიდებას შორის უცნობია. არ არის აუცილებელი ჭარბი წონის მქონე ქალებს ქონდეთ დიდი მკერდი და წონის დაკლება მცირე გავლენას ახდენს მკერდის ზომაზე. მკერდის დაპატარავების ოპერაციის შემდეგ წონაში მომატება, ჩვეულებრივ, არ იწვევს მკერდის ზომის მომატებას.
- კანის ელასტიურობა. მთავარი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს თქვენი მკერდის ფორმასა და ზომას – კანის ელასტიურობაა. . კანი შეიცავს კოლაგენს და ელასტინს, ორ მნიშვნელოვან ცილას, რომლთა რაოდენობა განსაზღვრავს, თუ რამდენად წარმატებით „ეწინააღმდეგება“ კანი მკერდის სიმძიმეს და რეაგირებს სხვადასხვა დაზიანებაზე.
კლასიფიკაცია მკერდის მოცულობის მიხედვით:
- ნორმა – 275-300 სმ 3;
- მცირე ჰიპერტროფია – 400-600 სმ3;
- გამოხატული ჰიპერტროფია – 600 – 800 სმ3;
- მნიშვნელოვანი ჰიპერტროფია – 800 – 1000 სმ3;
- გიგანტომასტია – 1500 სმ3 და მეტი.
რედუქციული მამოპლასტიკის ჩვენებები
რედუქციული მამოპლასტიკა ესაჭიროება ქალებს. რომლებსაც დიდი ზომის მკერდი უქმნის გარკვეულ დისკომფორტს, რომლებმაც საბოლოოდ შეიძლება ჯამრთელობის პრობლემებიც გამოიწვიოს. მაგალითად, ტკივილი გულმკერდის და კისრის ხერხემლის არეში. გარდა ამისა, შეუძლებელია ქალმა შეარჩიოს სათანადო ზომის ტანსაცმელი და ბიუსტჰალტერი, რადგან მკერდის ზომები არ ემთხვევა ზოგადად მიღებულ ზომებს. ამ სიტუაციიდან არსებობს მხოლოდ ერთი გამოსავალი: პლასტიკური ოპერაცია, რომელიც ნაჩვენებია შემდეგი გარემოებების დროს;
- ქოშინი, რომელის მიზეზია ძალიან მძიმე მკერდი;
- ძლიერი ტკივილი კისრის, გულმკერდის ან წელის არეში;
- დისკომფორტი ბიუსტჰალტერის ტარებისას (ბიუსტჰალტერის თასმები მკერდის სიმძიმის გამო აწვება მხრებს, რაც იწვევს ტკივილს და კანის გაღიზიანებას):
- კანის გაღიზიანება მკერდის კანის ქვედა ნაკეცში;
- პრობლემები ძილის დროს. მკერდი ხელს უშლის საწოლზე კომფორტულად განლაგებას;
ზემოთ ჩამოთვლილი სამედიცინო ჩვენებების გარდა, რედუქციული მამოპლასტიკა მიზანშეწონილია ესთეტიკური თვალსაზრისით როცა სახეზეა:
- ასაკთან დაკავშირებული ან ლაქტაციის შემდგომი პერიოდში განვითარებული მკერდის ქსოვილების პროლაფსი – პთოზი (ჩამოშვება);
- სხვადასხვა ზომის მკერდი ან ასიმეტრიული ფორმა.
ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა სარძევე ჯირკვლების ფორმირება უკვე დამთავრებულია. ახალგაზრდა პაციენტებისათვის ოპერაციული ჩარევა შეიძლება მაშინ, როცა ფიზიკური დისკომფორტის მიზეზი ძალიან დიდი მკერდია.
რედუქციული მამოპლასტიკის უკუჩვენებები
რედუქციული მამოპლასტიკა ძალიან რთული ოპერაცია, რომელსაც აქვს მთელი რიგი მნიშვნელოვანი უკუჩვენებები.
- ორსულობა;
- ახალშობილის კვების პერიოდი;
- ფიბროცისტური მასტოპათია;
- იმუნოდეფიციტური მდგომარეობა;
- ენდოკრინოლოგიური დაავადებები;
- სისხლის შედედებასთან დაკავშირებული დარღვევები;
- მწვავე ფსიქიკური ან ნევროლოგიური დარღვევები;
- აუტოიმუნური და ონკოლოგიური დაავადებები;
- გულის დაავადებები, რომელსაც თან ახლავს არასტაბილური არტერიული წნევა და პულსის მაჩვენებლები, რომლებიც არ ექვემდებარება თერაპიულ კონტროლს;
- გულმკერდის კანის დაავადებები, როგორიცაა ფსორიაზი, სკლეროდერმია, ნებისმიერი გენეზის დერმატიტის აქტიური ფორმები;
- ანთებითი პროცესი გულმკერდის არეში;
- პროგრესული ქრონიკული დაავადებები;
- ჰიპერტროფიული და კელოიდური ქსოვილის ფორმირების ტენდენცია;
- დაგეგმილი ორსულობა;
- არასრულწლოვანი ასაკი (18 წლამდე).
გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, მენსტრუაციის, მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების ან იმ მედიკამენტების მიღების დროს, რომლებიც გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე, ოპერაციის უნდა გადაიდოს აღწერილი ფაქტორების აღმოფხვრამდე.
გახსოვდეთ!
კონსულტაციის დროს ქირურგს უნდა მიაწოდოთ სრული ინფორმაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ოპერაციამ სერიოზული ზიანი მიაყენოთ თქვენს ჯანმრთელობას.
მოსამზადებელი პოერიოდი
ვინაიდან ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზით, პაციენტმა უნდა გაიაროს გამოკვლევები, რომლებიც გამორიცხავს შესაძლო გართულებეს.
- კოაგულოგრამა – სისხლის კოაგულაციისა და ანტიკოაგულაციური სისტემების ბალანსი;
- ზოგადი მდგომარეობის შეფასება – (შარდისა და სისხლის კლინიკური ანალიზი) – აუცილებელია ანთებითი და ალერგიული პროცესების, ანემიის გამორიცხვის მიზნით;
- სისხლის ინფექციების გამორიცხვა – (შიდსი, სიფილისი, b და C ჰეპატიტი) – სამედიცინო პერსონალისა და კლინიკის სხვა პაციენტების უსაფრთხოების მიზნით, ასევე იმ გართულებების პროფილაქტიკისთვის, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ამ დაავადებებთან დაკავშირებით.
- სისხლის ჯგუფისა და Rh ფაქტორის განსაზღვრა.
- ელექტროკარდიოგრაფია – გულის აქტივობის შესაფასებლად.
გარდა ამისა, შეიძლება დაგჭირდეთ გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, მამოლოგის კონსულტაცია და სარძევე ჯირკვლების ულტრაბგერითი გამოკვლევა. თუ პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, საჭირო გამოკვლევების ჩამონათვალი შეიძლება გაფართოვდეს.
ოპერაციისთვჯს მომზადება უნდა დაიწყოს ერთი თვით ადრე. თრომბოემბოლიის რისკის შესამცირებლად კარგი იქნება თუ აურს იტყვით თამბაქოს მოწევაზე. ასევე ერთი თვით ადრე უნდა დაიწყოთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსების მიღება ანემიის პროფილაქტიკისთვის.
ოპერაციამდე ორი კვირით ადრე უნდა შეწყვიტოთ ორალური კონტრაცეპტივების მიღება, რომლებიც ზრდის სისხლის შედედებას. ასევე შეწყვიტოთ აცეტილსალიცილის მჟავას და სხვა საშუალებების მიღება, რომლებიც ზრდის სისხლდენის რისკს.
ოპერაციამდე 12 საათით ადრე არ მიიღოთ საკვები, 4 საათით ადრე კი სითხე.
ოპერაცია
რედუქციული მამოპლასტიკა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოპერაციად
პლასტიკურ ქირურგიაში. ჩარევის სიდიდისგან გამომდინარე, ოპერაცია
გრძელდება 3-5 საათი. იგი ხორციელდება ზოგადი ან კომბინირებული
ანესთეზიის გამოყენებით.
მოსაკვეთი ქსოვილების მოცულობის გათვალისწინებით კეთდება სხვადასხვა ზომისა
და ფორმის განაკვეთები;
- პერიარეოლარული განაკვეთი – კეთდება არეოლის ირგვლივ პიგმენტირებული
არეოლისა და კანის ზღვარზე. შესაძლებელია დიდი ზომის არეოლის კორექცია.
ასეთი განაკვეთიდა შესაძლოა მოიკვეთოს მცირე რაოდემობის ქსოვილი, ამიტომ
იშვიათად გამოიყენება.
- ვერტიკალური განაკვეთი – კეთდება არეოლის გარშემო და ვერტიკალურად
ქვემოთ მკერდის კანის ქვედა ნაკეცამდე. ასეთი განაკვეთის დროს გართულებების
რისკი მინიმალურია. გამოიყენება ხშირად, მაგრამ არა დიდი მოცულობის
ქსოვილების მოკვეთის შემთხვევაში.
- ღუზის მაგვარი განაკვეთი – კეთდება არეოლის გარშემო, ვერტიკალურად ქვემოთ
კანის ნაკეცამდე და ნაკეცის გასწვრივ ორივე მხარეს. ასეთი განაკვეთის დროს
საჭირო ხდება არეოლისა და დვრილის გადატანა ახალ ლოკაციაზე, რაც მოითხოვს
მკვებავი სისხლძარღვის ლოსკუტის ფორმირებას. ღუზის მაგვარი განაკვეთი
საშუალებას იძლევა მოიკვეთოს დიდი მოცულობის ქსოვილები და გამოიყენება
ნებისმიერად დიდი მკერდის დაპატარავების დროს.
ოპერაციის დროს ჭრილობაში იდგმება დრენაჟები, რომლის საშუალებითაც ხდება ქსოვილებიდან გამონადენი სისხლისა და პლაზმის შემცველი სითხის ევაკუაცია.
ოპერაციის შემდგომი პერიოდი
პოსტოპერაციული გართულებების თავიდან ასაცილებლად, პირველი დღე-ღამის განმავლობაში უნდა დაიცვათ წოლითი რეჟიმი. მეორე დღეს, სპეციალური კომპრესიული თეთრეულის ჩაცმის შემდეგ, შესაძლობლობა გექნებათ წამოჯდეთ საწოლში, მოგვიანებით გადაადგილდეთ კლინიკის ფარგლებში. საავადმყოფოში მინიმალური ყოფნი დრო 3 დღეა, შემდეგ პაციენტი შეიძლება გაეწეროს ამბულატორიულ მკურნალობაზე. ნაკერების ამოღება ხდება 12-14 დღის შემდეგ – ინდივიდუალურად. კომპრესიული ბიუსტგალტერის ტარება აუცილებელია დღე-ღამის განმავლობაში – 6 კვირა, შემდეგ მხოლოდ დღის განმავლობაში – 4 კვირა.
სტაციონარიდან გაწერის შემდეგ ზედმიწევნით ზუსტად შეასრულეთ ქირურგის რეკომენდაციები, დანიშნულ დროს უნდა მოხვიდეთ გადახვევებზე. შემდგომი ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულდეს ქვემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.
- დიეტა. მოერიდეთ საკვებს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოხ კუჭის შეკრულობა. გამორიცხეთ რაციონიდა ცხარე და ზედმეტად მარილიანი საკვები. მიიღეთ ვიტამინების, ცილისა და რკინის შემცველი პროდუქტები.
- დღის რეჟიმი. აკრზალულია სიმძიმეების აწევა, სპორტული აქტივობა, ცხელი აბაზანის მიღება და საუნაში ვიზიტები, სექსუალური აქტივობა.
- აბაზანისა მიღება შეიძლება მხოლოდ ქირურგის ნებართვის შემდეგ სათანადო რეკომენდაციების სრული დაცვით.
- შემდგომი 6-8- თვის განმანლობაში მოერიდეთ ნაწიბურის სინთეტიკურ ქსოვილებთან კონტაქტს, რადგან შეიძლება მოხდეს გაღიზიანება.
- ერთი წლის განმავლობასი მოარიდეთ ნაწიბური მზის სხივებს, რადგან ულტრაფიალეტის გამოსხივებამ შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტაცია ( გამუქება).
- ძილის დროს უნდა ეცადოთ იწვეთ ზურგზე ან გვერდზე.
მოსალოდნელი გართულებები
რედუქციული მამოპლასყიკა საკმაოდ ვრცელი ქირურგიული ოპერაციაა, რომლის დროსაც ზოგჯერ ხდება საკმაოდ დიდი მოცულობის ქსოვილების მოკვეთა და ჭრილობის ზედაპირების საერთო ფართობიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ეს ყველაფერი ზრდის ადგილობრივი გართულებების ალბათობას.
ადრეული გართულებებიდან შეიძლება აღინიშნოს:
- ჭრილობიდან სისხლდენა – საკმაოდ იშვიათი გართულებაა ხდება და არ საჭიროებს დამატებით ჩარევას. გართულების სიხშირე ოპერაციების საერთო რაოდენობის 1-2% შეადგენს.
- ჰემატომა – გვხვდება 2% შემთხვევაში და ვითარდება პირველი დღე-ღამის განმავლობაში.
- ძირითადი შეშუპება ქრება ოპერაციიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში,. თუ შეშუპება არ ჩაცხრა ამ დროის განმავლობაში, მაშინ საჭიროა დამატებითი ჩარევა. მიზეზებიდან შეიძლება აღინიშნოს: კომპრესიული თეთრეულის ტარებაზე უარის თქმა; თერმული ზემოქმედება (საუნა, მზის სხივების ზემოქმედება, ფიზიკური დატვირთვა ადრეულ პერიოდში).
- ჭრილობის დაჩირქება – ადგილობრივი ინფექცია შეიძლება გამოწვეული იყოს ჰემატომის წარმოქმნით ან ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზით.
- დვრილისა და არეოლის ნეკროზი – ძალზე იშვიათია. არეოლის კიდის ნეკროზის სიხშირე, სხვადასხვა ავტორების აზრით, არ აღემატება 1,5% – ს.
- ცხიმოვანი ქსოვილის ნეკროზი- უფრო ხშირია სარძევე ჯირკვლების დიდი მოცულობის ქსოვილების რეზექციის დროს და ხასიათდება სხეულის ტემპერატურის მატებით, ტკივილით.
მოსალოდნელი შედეგების შეფასება შეიძლება ნაწილობრივ 6 თვის შემდეგ, სრულიად კი 1 წლის შემდეგ. ამ პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს გვიანი პოსტოპერაციული გართულებები;
- დვრილისა და არეოლას მგრძნობელობის ცვლილებები – ისევე როგორც კანის, საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით დიდი მოცულობის ოპერაციის შემდეგ. კანის მგრძნობელობა, როგორც წესი, თანდათან უმჯობესდება ოპერაციიდან რამდენიმე თვეში.
- მგრძნობელობის დაქვეითების უკიდურესი ფორმა-დვრილის ანესთეზია-ხდება შემთხვევათა 10% – ში და ასევე დამოკიდებულია ოპერაციის მოცულობაზე.
- დვრილისა და არეოლის დეფორმაცია – შეიძლება გამოვლინდეს სამი სახის გართულებით: 1) დვრილის „ჩაძირვა“, 2) დვრილ-არეოლის კომპლექსის დისტოპია; 3) არეოლას კონტურის დეფორმაცია. (გვხვდება 50% შემთხვევაში).
- გამოხატული ნაწიბურების ფორმირება რედუქციული მამოპლასტიკის საკმაოდ გავრცელებული გართულებაა. განსაკუთრებით მკერდის ძვლის სიახლოვეს და ვერტიკალურად განლაგებული ნაკერის გასწვრივ.
- ასიმეტრია – მარჯვენა და მარცხენა მკერდის იდეალური სიმეტრიის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია, ისევე როგორც იდეალუი ფორმის შექმნა.
- მკერდის დეფორმაცია. ოპერაციის შემდეგ მკერდმა შეიძლება მიიღოს ბრტყელი ფორმა, რისი მიზეზია ქვედა პოლუსის ჩამოშვება, ხოლო არეოლა და დვრილი ვიზუალერად მაღალ პზიციაში რჩება.
გართულებები რედუქციული მამოპლასტიკის შემდეგ საკმაოდ იშვიათია და უმეტეს შემთხვევაში დაკავშირებულია პაციენტების დაუდევრობასთან. იმისათვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს გართულებების ალბათობა, აუცილებელია მკაცრად დაიცვას ექიმის ყველა რეკომენდაცია. თუ სხეულის ტემპერატურამ მომატა ან შემჩნიეთ ჭრილობიდან სითხის გამონადენი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.