როდის არის ხერხემლის მალთაშუა თიაქრის ქირურგიული მკურნალობა აუცილებელი?

რა დაავადებაა ხერხემლის მალთაშუა თიაქარი?

ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, ანუ დისკოზი, ოსტეოქონდროზის ყველაზე გართულებული ფორმაა და მის მეოთხე სტადიას წარმოადგენს.
თავად ოსტეოქონდროზი კი ხერხემლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიათა შორის ყველაზე გავრცელებული და ვერაგი დაავადებაა, რომელსაც დიდი ხნით ან სამუდამოდ შეუძლია, მწყობრიდან გამოიყვანოს შრომისუნარიანი ადამიანი.
ოსტეოქონდროზის მსგავსად, ხერხემლის მალთაშუა თიაქარი ყველაზე ხშირად – წელის, შედარებით ნაკლებად – კისრის, უფრო იშვიათად კი – გულ-მკერდის სეგმენტს მოიცავს.ოსტეოქონდროზის მსგავსად, ხერხემლის მალთაშუა თიაქარი ყველაზე ხშირად – წელის, შედარებით ნაკლებად – კისრის, უფრო იშვიათად კი – გულ-მკერდის სეგმენტს მოიცავს.

დაავადების განვითარების მექანიზმი

ხერხემლის ფუნქციური ერთეული შედგება მალებისგან და მალთაშუა დისკებისგან, რომლებიც ერთმანეთთან სახსროვან-მყესოვანი აპარატითაა დაკავშირებული.
საკუთრივ მალთაშუა დისკი კი შედგება შედარებით მკვრივი ფიბროზული კაფსულისა და მის შიგნით მდებარე პულპოზური ბირთვისგან, რომელსაც ჟელესებრი სტრუქტურა აქვს.
ოსტეოქონდროზის დროს მალთაშუა დისკს ნაპრალები უჩნდება, მკვრივი ფიბროზული კაფსულის მთლიანობა ირღვევა და დატვირთვის დროს, მისგან ჟელესმაგვარი პულპოზური მასა სრულად ან ნაწილობრივ გამოიდევნება.
სწორედ ეს გახლავთ ხერხემლის მალთაშუა თიაქარი, რომელმაც შესაძლოა, ხერხემლიდან გამომავალი პერიფერიული ნერვებისა და ზურგის ტვინის ნერვის დაზიანებამდეც მიგვიყვანოს.

გამომწვევი მიზეზები

ხერხემლის მალთაშუა თიაქარს უმეტესად იწვევს:
ასაკი – 20 წლის ასაკიდან ირღვევა მიკროცირკულაცია, ხერხემლის სვეტი კარგავს სისხლით მომარაგებას, დისკის გარეთა შრე უფრო ადვილად ზიანდება და ჯერ ოსტეოქონდროზი, ხოლო შემდეგ მისი გართულებული ფორმა – დისკოზი ყალიბდება;
სხეულის ჭარბი წონა – ჭარბი წონის არსებობისას, ხერხემლის სვეტზე ზეწოლა ძლიერდება, რაც ხელს უწყობს მალთაშუა დისკების დეგენერაციული ცვლილებების პროგრესირებასა და შესაბამისად, დისკოზის ჩამოყალიბების რისკის გაზრდას;
ხერხემლის ზოგიერთი დაავადება – ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;
არასწორი ფიზიკური დატვირთვა და სიმძიმეების აწევა;
ცხოვრების მჯდომარე წესი;
ხერხემლის ტრავმა.

სიმპტომები და გართულებები

ხერხემლის მალთაშუა თიაქარის სიმპტომებია:
ხერხემლის სვეტის ლოკალური ტკივილი – კისრის, გულ-მკერდის ან გავა-წელის მიდამოში;
ერთი ან რამდენიმე კიდურის ტკივილი;
კიდურების დაბუჟება;
მგრძნობელობის დარღვევა;
სიარულის გაძნელება.
ზოგჯერ შეიძლება, გამოვლინდეს პარეზი – არასრული ან ნაწილობრივი დამბლა.
ეს ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც მალთაშუა დისკი სკდება, მისგან გამოდევნილი პულპოზური მასა მთლიანად ავსებს მალთაშუა ხვრელს და სრულ ზეწოლას ახდენს იქ მდებარე ნერვულ დაბოლოებებსა და სისხლძარღვებზე.

 

 როდის არის აუცილებელი თიაქარის ოპერაცია და რამდენად რთული ოპერაციაა?

ქირურგიული მკურნალობა უალტერნატივოა და ისეთი მძიმე გართულებების პროფილაქტიკური საშუალებაა, როგორიცაა თიაქრის ჩაჭედვა, ანთება და სხვა. რაც ადრე ჩატარდება ოპერაცია, მით ნაკლებია გართულებების განვითარების ალბათობა.

რაც შეეხება ჩაჭედილ თიაქარს, მისი მკურნალობა მხოლოდ ოპერაციულია, კეთდება დაუყოვნებლივ (ჩაჭედვიდან პირველ 2 საათში), სასიცოცხლო ჩვენებით.

პროფილაქტიკა

ხერხემლის მალთაშუა თიაქარის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია:
დაავადების გამოვლენა ადრეულ სტადიაში – ჯერ კიდევ ოსტეოქონდროზის დროს;
წონის კორექცია – რადგან ყოველი ზედმეტი კილოგრამი თქვენს ხერხემალს აწვება;
სიმძიმეების აწევისგან თავის არიდება – თუ მაინც მოგიხდათ, ეცადეთ, წონა თანაბრად გადაანაწილოთ ორივე ხელზე;
სწორი ვარჯიში – ზურგისა და მუცლის კუნთების გასამაგრებელი სპეციალური ვარჯიშები, შექმნის თქვენი ხერხემლისთვის კუნთების ბუნებრივ კორსეტს და არ მისცემს მას დეფორმაციის საშუალებას;
ცურა – რაც რეკომენდებულია არა მარტო ოსტეოქონდროზისა და მალთაშუა თიაქარის დროს, არამედ, ზოგადად, ხერხემლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ.



ნანახია 813-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error