როდის უნდა ჩავიტაროთ გასტროსკოპია

დღესდღეობით ენდოსკოპია უსაფრთხო,  ზუსტი და საუკეთესო მეთოდია, რომლის დროსაც კვლევები ტარდება თანამედროვე ენდო–ვიდეო აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს, სრულყოფილად და დროულად მოვახდინოთ საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა და მსხვილი ნაწლავის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა. გასტროსკოპია ტარდება განსაზღვრული ჩვენებით ექიმი ენდოსკოპისტის მიერ. მნიშვნელოვანია ექიმის ინფორმირება გამოსაკვლევი პაციენტის დაავადების შესახებ. გასტროსკოპია ტარდება ამბულატორიაში ან სტაციონარში . გასტროსკოპიას შეიძლება დასჭირდეს დაახლოებით15 წუთი, ეს დამოკიდებულია მისი ჩატარების მიზეზზე. თუმცა, თუ ის გამოიყენება სამკურნალოდ, შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი დრო.

გასტროსკოპიის ჩატარებამდე, შესაძლოა ჩატარდეს პრემედიკაცია (დამამშვიდებელი საშუალება), ან ენის ძირის ადგილობრივი ანესთეზია. შესაძლებელია გასტროსკოპია ჩატარდეს ვენური ნარკოზის გამოყენებითაც. ჩვეულებისამებრ , აღნიშნული გამოკვლევა დიდ ხანს არ გრძელდება . თანამედროვე გასტროსკოპების წყალობით მას მხოლოდ მცირედი უსიამოვნო შეგრძნება ახლავს თან ,რომელიც მალევე ქრება .

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიების დროს მნიშვნელოვანია დროულად მიმართონ სპეციალისტს, რათა მოხდეს ადრეული დიაგნოსტირება. ამ დროს პროგნოზი კეთილსაიმედოა.

ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია, ნებისმიერი გასტროსკოპიული კვლევის ჩატარება.  კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, რომელიც საშუალებას იძლევა მაღალი სიზუსტით დაისვას საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის სხვადასხვა დაავადების დიაგნოზი. ამასთან, შესაძლებელია მთელი რიგი ენდოსკოპიური

ოპერაციების ჩატარება. ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:571591734