“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ აღჭურვილია უახლესი, პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატით Toshiba Xario 200

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი” პაციენტებს  თავაზობს, თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ ულტრაბგერით დიაგნოსტიკას.

მაღალი სიმძლავრის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკური აპარატი Toshiba Xario 200 არის ეკოლოგიურად სუფთა, უკანასკნელი ტექნოლოგიების, კომპაქტური, ულტრაბგერითი აპარატი, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხის გამოსახულებით. იგი ასევე გამოირჩევა ფართო სპექტრის კლინიკური თვისებებით და განკუთვნილია სამეანო, გინეკოლოგიური და მუცლის ღრუს ულტრაბგერითი ვიზუალიზაციისათვის.

ასევე პაციენტებს შეუძლიათ ჩაიტარონ ფარისებრი, სარძევე ჯირკვლებისა და პერიფერიული ლიმფური კვანძების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის აპარატი Toshiba Xario 200 იძლევა ზუსტ ვიზუალიზაციას არსებული პათოლოგიების მიმართ. მისი როლი, როგორც სადიაგნოსტიკო საშუალების, ძალზედ მნიშვნელოვანია პაციენტის შემდგომი მკურნალობის შერჩევისათვის.

მობრძანდით  “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“- ში  და ჩაიტარეთ გამოკვლევები უმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიური ექოსკოპიის აპარატით!

გამოიყენეთ ჩვენი კლინიკის მაღალპროფესიონალი რადიოლოგების გამოცდილება თქვენს სასარგებლოდ!

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

“საერთაშორისო სემედიცინო ცენტრი“ მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40;

 

“საერთაშორისო სემედიცინო ცენტრ“-ს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე: 571 18  27  67



ნანახია 699-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error