სანაღვლე გზების პერკუტანული ტრანსჰეპატური დრენირება

თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს მომართა პაციენტმა კანის ხილული საფარველის სიყვითლეზე, ერთ თვიანი ანამნეზის გამო. მას ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. დაისვა ქოლანგიოკარცინომის დიაგნოზი. მიღებული იქნა გადაწყვეტილება სანაღვლე გზების პერკუტანული ტრანსჰეპატური დრენირების შესახებ. ულტრაბგერის კონტროლით წარმატებით დადრენირდა ღვიძლის მარცხენა სადინარი.

👨‍⚕️ოპერატორი: ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი – ბესო აბულაძე

👩‍⚕️ასისტენტი რადიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი – თეა ჭარხალაშვილი

📱დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599207075.

📍მის: ქუთაისი, ფოთის ქ.#40



ნანახია 825-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: