სახსრების ენდოპროთეზირება – საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ს მომართა 67 წლის პაციენტმა ჩივილებით: მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსარში მოძრაობის მკვეთრი შეზღუდვა, მარცხენა ქვედა კიდურის სიმოკლე 5,5 სმ. შესაბამისი გამოკვლევების შედეგად პაციენტს დაუდგინდა – მარცხენამხრივი დისპლაზიური კოქსართროზი IV ხარისხი; მარცხენა ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი.  სათანადო მომზადების შემდეგ   ჩატარდა ოპერაცია – მარცხენა მენჯ-ბარძაყის სახსრის ტოტალური ენდოპროთეზირება; ოპერაციის დროს მოხდა მარცხენა ქვედა კიდურის სიგრძის კორექცია. ამჟამად,  პაციენტის დგომარეობა დამაკმაყოფილებელია და რამდენიმე დღეში დატოვებს ჰოსპიტალს.

ოპერატორი: ორთოპედ-ტრავმატოლოგი ბადრი დარსაველიძე

ასისტენტები:ორთოპედ-ტრავმატოლოგები – გიორგი მაღლაკელიძე; გოგი ცერცვაძე

…..

 

 

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს  ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მოსახლეობას სთავაზობს ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობას 24 საათიან რეჟიმში.

პაციენტები სარგებლობენ შემდეგი სერვისებით:

– მსხვილი სახსრების მათ შორის მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის, იდაყვის ენდოპროთეზირება;

– ართროსკოპული ქირურგია – მუხლის, კოჭ-წვივის, მხრის და იდაყვის სახსრების;

– სპორტული მედიცინა;

– კიდურების პათოლოგიური წარმონაქმნების და სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობა, რეკონსტრუქცია;

– სხვადასხვა ლოკალიზაციის პოსტოპერაციული ან პოსტტრავმული ცრუ სახსრებისა და არასწორად კონსოლიდირებული მოტეხილობების ოპერაციული მკურნალობა;

-სახსარშიდა ინექციები შესაბამისი მედიკამენტებით რენტგენის კონტროლის ქვეშ.

კლინიკაში ერთ სივრცეში ტარდება ყველა ტიპის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა!

ოპერაციები ტარდება ბრენდული კომპანიების მიერ წარმოებული თანამედროვე იმპლანტებით.

ასევე, პაციენტს საშუალება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი ამბულატორიულ–ტრავმატოლოგიური სერვისით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 597 96 49 24

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 



ნანახია 494-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error