სიახლე ჩვენს კლინიკებში

მალე, სტარტს აიღებს
💻ტელემედიცინა – თანამედროვე მეთოდი მედიცინაში

✔️ჰოსპიტალ ,,მედიქალ სიტი”-ს და ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი”-ს ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოეთში (ამერიკასა და ევროპაში) მოღვაწე ქართველ ექიმებთან, რათა მოხდეს ონლაინ (ვიდეო) ჩართვები. ექიმები პაციენტს კონსულტაციას დისტანციურად გაუწევენ.
✔️მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზეა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის დასრულების შემდეგ ტელემედიცინა დაიწყება.
✔️ ჩვენ მადლობას ვუხდით უცხოეთში მოღვაწე ექიმებს, რომელებიც მიუხედავად სიშორისა ცდილობენ ქართველ პაციენტებს დაეხმარონ.
✔️ტელემედიცინა თანამედროვე მედიცინის მიმართულებაა, რომელიც ეფუძნება თანამედროვე კომპიუტერული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებას სპეციალისტთა შორის სამედიცინო ინფორმაციის მიმოცვლისთვის კონკრეტული პაციენტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების და მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.
📌მის: ქუთაისი, ფოთის ქუჩა #40



ნანახია 633-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: