სისხლძარღვთა ქირურგია – კიდევ ერთი წარმატებული ოპერაცია

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ს მომართა 82  წლის პაციენტმა

პაციენტს აწუხებდა შემდეგი სიმპტომები:

  • მუდმივი ხასიათის ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში
  • ფეხის მესამე თითის სიშავე
  • წვივის კუნთების ტკივილი 20-30 მ. გავლის შემდეგ

მას უკვე მრავალი წელია შაქრიანი დიაბეტი აქვს  და  ამ ჩივილებით იტანჯება.

პაციენტს კლინიკაში არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურის საშუალებით ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, რომ მომხდარიყო მისი მდგომარეობის სწორი შეფასება და ადეკვატური ქირურგიული მკურნალობის შერჩევა.

 

კვლევებით დიაგნოსტირდა:

1. ქვემო კიდურის არტერიების მაობლიტერული ათეროსკლეროზი

2. ქრონიკული არტერიული უკმარისობა მე-3 სტადია

შედეგად დაიგეგმა ქირურგიული  მკურნალობა. კლინიკაში არსებულმა აპარატურამ და საოპერაციომ მოგვცა საშუალება ჩაგვეტარებინა ჰიბრიდული ოპერაცია.

 

ჩატარებული ოპერაცია:

ბარძაყ-მუხლქვეშა შუნტირება მუხლს ზემოთ, მუხლქვეშა არტერიის ქვედა სეგმენტის სტენტირება და წვივის არტერიისბალონური ანგიოპლასტიკა.

ოპერატორი: ღუდუშაურის სახელობის ეროვნული  ცენტრის სისხლძარღვთა ქირურგიის ხელმძღვანელი – დავით კობახიძე

ასისტენტები – გიორგი ხელაძე, ლელა ბარდაველიძე

ოპერაცია დამთავრდა წარმატებით.

პაციენტს ოპერაციის შემდეგ მოეხსნა ტკივილი, კიდური გათბა და აღდგა მგძნობელობა. პოსტოპერაციული  პერიოდი  მიმდინარეობდს ყოველგვარი გართულების გარეშე. პაციენტი ოპერაციიდან მე-3 დღეს გაეწერება ბინაზე.

კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება!

საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში ფუნქციონირებს კიდურის შემანარჩუნებელი მიმართულება. აქ არსებული მაღალტექნოლოგიური აპარატურა გვაძლევს საშუალებას წარმატებით ჩავატაროთ მსგავსი ტიპის ოპერაციები, რომელიც არტერიული დაზიანებების მქონე პაციენტებს მინიმალური ჩარევის საშუალებით სისხლის მიმოქცევის აღდგენაში დაეხმარება.

საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი: ქალაქი ქუთაისი, მის: ფოთის ქ. 40

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ს  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 571 18 27 67  ან 0431 23 78 78.

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 486-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error