ჩვენს კლინიკას მომართა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც შარდის ბუშტში 4 სანტიმეტრიანი ქვა ჰქონდა.
აღსანიშნავია რომ პაციენტს აქვს ხერხემლის ტრავმა რის შემდეგაც განვითარდა პარაპლეგია, მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციის მოშლა.
პაციენტს ჩაუტარდა ოპერაცია: შარდის ბუშტის კენჭის კონტაქტური ლიტოტრიპსია ლაზერით, კენჭის ნატეხების ევაკუაცია.
აღსანიშნავია, რომ ოპერაცია გაკეთდა ენდოსკოპური მეთოდით ჭრილობის გარეშე, რაც ამცირებს სტაციონარში ყოფნის პერიოდს და აჩქარებს რეაბილიტაციის პროცესს.
ოპერატორი:უროლოგი, მერაბ ბზიკაძე
ანესთეზიოლოგი:დიმა კრასკოვსკი
საოპერაციოს ექთანი: ია ჩიხლაძე
ანესთეზიის ექთანი: თეონა რამიშვილი
მის: ქუთაისი, ფოთის ქუჩა #40
ტელ: (0431) 23 78 78 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09: 30-დან 17:30-მდე.




