ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია

ქუთაისის ,,საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში” გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში პაციენტს ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა ჩაუტარდა.

✔️ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია ექოკარდიოგრაფიის ალტერნატივას წარმოადგენს, რომლის დროსაც გადამცემი თავსდება საყლაპავში, რის გამოც უფრო ახლოს მდებარეობს აორტასა და გულის სტრუქტურებთან. ისეთი ხელის შემშლელი ფაქტორების არ არსებობის გამო, როგორიცაა დამატებითი ანატომიური სტრუქტურები და ჰაერით გადაბერილი სივრცეები, შესაძლებელი ხდება უფრო დეტალური და მკაფიო გამოსახულების მიღება.

✔️აბსოლუტურ ჩვენებას წარმოადგენს კარდიოვერსიის ჩატარების წინ მოციმციმე არითმიების დროს, მიტრალური სტენოზის დროს ბალონური ვალვულოპლასტიკის განხორციელების წინ, აგრეთვე ემბოლიების გულში და წყაროს საძიებლად.

✔️ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფიის უპირატესობები ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფიისას შესაძლებელია გაირჩეს ისეთი სტრუქტურები, რომლებიც არ ვლინდება ტრანსთორაკალური ექოკარდიოგრაფიის დროს, მიიღება აორტის, ფილტვის არტერიის, გულის სარქვლების, წინა გულების, ძგიდისა და კორონალური არტერიების უფრო მკაფიო გამოსახულება. ასევე მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა მარცხენა წინა გულში თრომბების არსებობის მიმართ.

✔️ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფიის კლინიკური გამოყენება გარდა ამბულატორიული და სტაციონარული პირობებისა ტრანსეზოფაგული ექოკარდიოგრაფია გამოიყენება ანესთეზიოლოგების მიერ პერიოპერაციულ პერიოდში მდგომარეობის შეფასებისათვის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის. ყველაზე ხშირად გამოიყენება ღია გულზე პროცედურებისათვის, ასევე შეიძლება ჩატარდეს ნებისმიერი ოპერაციის დროს, თუ პაციენტის მდგომარეობა ამას საჭიროებს.
#ინტერვენციული_მიმართულების_ხელმძღვანელი_ბეგლარ_დუნდუა
#რადიოლოგი_ლიკა_კუხიანიძე
მის:ქუთაისი, ფოთის ქუჩა #40



ნანახია 852-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: