უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის პირველი ეტაპი

18 თებერვალს, ქუთაისში, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრს, თურქეთის რესპუბლიკიდან ეწვევიან: ნეიროქირურგი – ენის ქურუოღლუ გასტროენტეროლოგი – პროფესორი – ბეითულაჰ ინდირიმ თავკისრის ონკოქირურგი, ოტორინოლარინგოლოგი , პროფესორი – მეჰმედ ქოიუნჯუ თორაკოქირურგი , პროფესორი – ბურჩინ ჩელიკი ზოგადი ქირურგი, მეტაბოლური ქირურგი – ქერიმ გუზელი ენდოკრინოლოგი – ფეიზი გოქოსმანოღლუ ონსულტაციები იქნება საექიმო ტრენინგების ფარგლებში უცხოელი და ადგილობრივი ექიმების თანამონაწილეობით. ასევე განხორციელდება ორმხრივი ვიზიტები გამოცდილების გაზიარებისა და სიახლეების დანერგვის კუთხით. სამედიცინო მომსახურებები განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. მომსახურებაში საჭიროებისამებრ ჩართული იქნებიან პირადი მენეჯერები, თარჯიმნები და მომსახურეობის აკადემიურად განხორციელებისთვის საჭირო თანამშრომლები. მომდევნო ეტაპის სიახლეების თაობაზე ინფორმაციები გამოქვეყნდება პერიოდულად, პაციენტების ინტერესების გათვალისწინებით და მოთხოვნების შესაბამისად. მომავალში იქნება, როგორც ონლაინ კონსულტაციები, ასევე ლაბორატორიული, დიაგნოსტიკური და სხვა ნებისმიერი სახის სამედიცინო მომსახურეობის განხორციელების საშუალებები. მათ შორის ოპერაციული ჩარევები მოხდება როგორც ჩვენს ასევე პარტნიორ თურქეთის კლინიკათა ქსელში.   აღნიშნული ვიზიტი ხორციელდება კლინიკების ქსელის Medicana Health Group Georgia-სთან თანამშრომლობის საფუზველზე. ექიმთან უნდა ჩაეწეროთ წინასწარ:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09: 30 – დან – 17:30 – მდე
მის: ქუთაისი, ფოთის ქუჩა №40