ქირურგიული მეთოდით ჭარბი წონის მოცილება

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში უკვე შესაძლებელია ბარიატრიული ოპერაციების ჩატარება.

ბარიატრიული ქირურგია ეს არის მედიცინის ნაწილი, რომელიც იძლევა საშუალებას.

ბარიატრიული ქირურგია იძლევა არა მხოლოდ ჭარბი წონის მოცილების, არამედ მისგან გამოწვეული თანმხლები დაავადებებისგან განკურნების საშუალებასაც, მაგალითად როგორიცაა II ტიპის შაქრიანი დიაბეტი.

წონის დაკლება ხდება საკვების მიღების რაოდენობის შემცირებით (რესტრიქციული ოპერაციები), ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ამა თუ იმ ნაწილის გამორთვით (შუნტის დადების ოპერაციები).

როდესაც ჭარბი წონა გადადის მორბიდულ (პათოლოგიურ) სიმსუქნეში, სხეულის მასის ინდექსის მატებასთან ერთად, იზრდება სხვადასხვა თანმხლები დაავადებების გამოვლენის შემთხვევებიც (შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპერტონია, ობსტრუქციული ღამის აპნოე), რომლებიც აზიანებენ ჯანმრთელობას, აქვეითებენ ცხოვრების ხარისხს და ამცირებენ სიცოცხლის ხანგრძლივობას. მსგავსი ტიპის ჭარბი წონის მქონე პაციენტები სიმსუქნის პრობლემის მოსაგვარებლად მიმართავენ ბარიატრიულ ქირურგიას, რის შედეგადაც უმჯობესდება მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და ცხოვრების ხარისხი.

ხშირად პაციენტებს ამ ოპერაციის ჩატარება დაუყოვნებლივ უნდათ, მაგრამ არსად მსოფლიოში მსგავსი ოპერაციები გადაუდებელი ჩვენებით არ ტარდება. ამისთვის პაციენტი უნდა მოემზადოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. უპირველეს ყოვლისა, მან ოპერაციამდე აუცილებლად უნდა დაიკლოს განსაზღვრული რაოდენობის კილოგრამები, რათა გარკვეული რისკები ავიცილოთ თავიდან. ამავდროულად პაციენტს უტარდება გამოკვლევები. ჭარბი წონის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ კუჭზე ეროზიები (წყლულები), რისთვისაც მკურნალობა ენიშნებათ ოპერაციამდე.

იმის გამო, რომ ეს ოპერაციები ლაპარასკოპიულად ტარდება, ორგანიზმი ნაკლებ ტრავმას იღებს. შესაბამისად, ოპერაციის შემდგომ პაციენტს ნაკლები ტკივილი აქვს, უფრო ნაკლებად უჩივის სისუსტეს. უკვე მეორე დღეს დგება ფეხზე და დამოუკიდებლად გადაადგილდება, მესამე დღიდან ვიწყებთ თხიერ კვებას, 4-5 დღეში კი ეწერება სახლში. სამი კვირის შემდეგ პაციენტი იწყებს შედარებით მყარი საკვების მიღებას.

 

შედეგი ყველასთან ინდივიდუალურია, თუმცა სტატისტიკურად ჭარბი წონის დაკლება ოპერაციიდან 12-16 თვეში ხდება. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ აუცილებელია პაციენტმა შეიცვალოს ცხოვრების სტილი, რადგან კუჭის ელასტიურობის გამო მისი მოცულობა ისევ იზრდება და 3-5 წელიწადში პაციენტები დაკარგული წონის 15%-ს უკან იბრუნებენ. ოპერაციის შემდეგ მათ ეძლევათ რეკომენდაციები, ფიზიკური აქტივობისა და კვების შესახებ. მაგალითად, ოპერაციის შემდეგ იკრძალება საღეჭი რეზინის ღეჭვა, შავი პურის მიღება, არ შეიძლება ზოგიერთი ხილის, ჭამის დროს სითხის მიღება და ა.შ. ისინი, ვინც ამ წესებს იცავენ, მუდმივად ინარჩუნებენ მიღწეულ შედეგს.

 

პათოლოგიური სისმსუქნის შემთხვევაში ოპერაციები დაფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

 

პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ, წინასწარ გაიარონ უფასო კონსულტაციები, “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ქირუგიული სამსახურის ხელმძღვანელ ბესო აბულაძესთან.

 

დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან – 18:00 საათამდე, საკონტაქტო ნომერზე :577 00 95 35

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 3433-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error