ქირურგიული ჩარევა ჭარბი წონის სამკურნალოდ – როდის უნდა მივმართოთ ბარიატრიულ ქირურგს?!

ჭარბ წონას ბევრი ებრძვის, მაგრამ მიზანი იოლი მისაღწევი არ არის. ენდოკრინოლოგისა თუ დიეტოლოგის მცდელობის შემდეგ ქირურგის ჯერი დგება. სიმსუქნის ოპერაციული მკურნალობა გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს, ლაპაროსკოპიულმა მიდგომამ კი ის გავრცელებულ ქირურგიულ ჩარევად აქცია.

ბარიატრიული ქირურგიის შესახებ ქირურგიული სამსახურის უფროსი  ბესო აბულაძე  გვესაუბრება, რომელიც თავადაც წარმატებით ატარებს წონის დასაკლებ ერთ-ერთ გავრცელებულ ოპერაციას – სლივ-გასტრექტომიას:

-რა ოპერაცია სლივ-გასტრექტომია?

. სლივ-გასტრექტომია ბარიატრიული ოპერაციების ერთ-ერთი სახეობაა. ის რესტრიქციული ოპერაციების რიცხვს მიეკუთვნება. ამ ოპერაციის შედეგად კუჭი პატარავდება, ადამიანი ცოტას ჭამს და მალე ნაყრდება. ამასთან, მიიჩნევა, რომ ეს ოპერაცია მადასაც აქვეითებს, რადგან რეზექციის ნაწილში ხვდება ანუ იკვეთება მადის ჰორმონ გრელინის გამომმუშავებელი უჯრედებიც. ოპერაციის შედეგად იკვეთება კუჭის უმეტესი წილი – დიდი სიმრუდე. მანამდე თუ მისი მოცულობა 1500-2000 მილილიტრი იყო, ოპერაციის შემდეგ 200 მილილიტრამდე მცირდება.

სლივ-გასტრექტომია შეიძლება ჩატარდეს როგორც ლაპაროსკოპიულად, ისე ღია წესითაც. მთავარ ხიბლს მას სწორედ ლაპაროსკოპიული მიდგომა სძენს და, წესისამებრ, ასეც ტარდება. ოპერაციული ტექნიკა ამ დროს მეტ სიზუსტეს მოითხოვს, თუმცა თავად ოპერაცია არ არის ხანგრძლივი – დაახლოებით 1.5-2 საათს გასტანს.

სლივ-გასტრექტომია, ვინაიდან ლაპაროსკოპიული მეთოდით ტარდება, გაცილებით დამზოგველია, ვიდრე ღია წესით ჩატარებული ოპერაციები. აღსანიშნავია მისი კოსმეტიკური ეფექტი, ნაწიბურების არარსებობა (მუცლის წინა კედელზე მხოლოდ ხუთი მცირე ზომის ნაწიბური რჩება), რეაბილიტაცია უფრო ადვილია, ნაკლებია ოპერაციის შემდგომი გართულებების, მათ შორის – შეხორცებით პროცესების, ალბათობა, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ტკივილებიც ნაკლებად შემაწუხებელია და, რაც მთავარია, ორგანიზმი ნაკლებ ტრავმას იღებს, ნაოპერაციევი პაციენტი სისუსტეს ნაკლებად უჩივის, მედიკამენტებსაც ნაკლებს მოიხმარს, მეორე დღესვე დგება ფეხზე, აქტიურია, რაც, თავის მხრივ, ამცირებს თრომბოებოლიური გართულებების რისკს, და 4-5 დღეში ეწერება სახლში.

– რა შემთხვევაში ტარდება ის?

ოპერაციები ტარდება როდესაც პაციენტს  პათოლოგიური სიმსუქნე და საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლეს. მნიშვნელოვანია სხეულის მასის ინდექსის განსაზღვრა და თანხმლები დაავადებების არსებობა. სხეულის მასის გამოთვლა რთული არ არის. თუ პაციენტს ჭარბი წონის გამო აქვს თანხმლები დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, სახსრების დაავადებები და ასე შემდეგ, ოპერაცია შეიძლება მაშინაც ჩატარდეს, თუ მასის ინდექსი 35-ს უტოლდება. სხვა შემთხვევაში კი ინდექსი 40-ს უნდა აღემატებოდეს. სლივ გასტრექტომია საუკეთესო შედეგს იძლევა 40-45 ინდექსის მქონე პაციენტებთან.

სიმსუქნის ქირურგიული მკურნალობა არის არა მარტო სხეულის მასის მნიშვნელოვანი და სტაბილური კლების, არამედ თანმხლები დაავადებებისგან განკურნების ან მათი შემსუბუქების პრაქტიკულად ერთადერთი საშუალება.

როგორ უნდა მოემზადოს პაციენტი ოპერაციისთვის? 

ბარიატრიული ოპერაციები გადაუდებელი ჩვენებით არ ტარდება. ამისთვის პაციენტი უნდა მოემზადოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. უპირველეს ყოვლისა, მან ოპერაციამდე აუცილებლად უნდა დაიკლოს განსაზღვრული რაოდენობის კილოგრამები, რათა გარკვეული რისკები ავიცილოთ თავიდან. დასაკლებ კილოგრამებსა და ვადებს ინდივიდუალურად ვუდგენთ პაციენტს. ამავდროულად პაციენტს უტარდება გამოკვლევები. ჭარბი წონის მქონე პაციენტებს ხშირად აქვთ კუჭზე ეროზიები (წყლულები), რისთვისაც მკურნალობა ენიშნებათ ოპერაციამდე. თუ ყველაფერი მწყობრში არ არის, პაციენტი არ გაგვყავს ოპერაციაზე. რატომღაც, ბევრი ამ ოპერაციას პლასტიკურ ქირურგიასთან აიგივებს, რაც ასე ნამდვილად არ არის. ამ ოპერაციის დროს ხდება ჭარბი წონით გამოწვეული დაავადებების ლიკვიდაცია. შეიძლება, ეს იყოს შაქრიანი დიაბეტიც კი, მეტაბოლური სინდრომის ფარგლებში. ოპერაციის შემდეგ, ხშირ შემთხვევაში, ხდება გლუკოზისა და დარღვეული ლიპიდური ცვლის მოწესრიგება, შაქრიანი დიაბეტისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსის ალაგება.

– ოპერაცია რამდენ ხანს გრძელდება? 

– ოპერაციის საშუალო ხანგრძლივობა 1 საათი da 30 წუთია.

– რეაბილიტაციის პერიოდს და კვების რეჟიმს რაც შეეხება?

– ოპერაციიდან 2-3 კვირის განმავლობაში პაციენტი იღებს მხოლოდ თხევად საკვებს, რათა ნაოპერაციევი კუჭი ზედმეტად არ გადაიტვირთოს. მისი რაციონი სპეციალური პროტეინებითა და ცილებით მდიდარი ფაფებისგან შედგება. 1.5 თვის  შემდეგ კი პაციენტი იწყებს შედარებით მყარი საკვების მიღებას. ოპერაციის შემდეგ წონა საშუალოდ 40-70 პროცენტით იკლებს, საბოლოო ეფექტის ჩამოყალიბებას კი დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. საწყის ეტაპზე შესაძლებელია, პაციენტმა 15-20 კილოგრამი დაიკლოს, მომდევნო თვეებში კი – ნაკლები. წონის კლებასთან ერთად, ადამიანი ფიზიკურადაც აქტიურდება. ამას განაპირობებს როგორც ფსიქოემოციური ფაქტორები, ისე სხეულის შემსუბუქება, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა პირველ პერიოდში, როცა პაციენტის წონის კლება მკვეთრია.

თუ სლივ-გასტრექტომიის ოპერაცია სათანადოდ ჩატარდა და პაციენტმაც ზედმიწევნით შეასრულა ყველა რეკომენდაცია, ის არა მხოლოდ კლინიკურ, არამედ ვიზუალურ ეფექტსაც იღებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჭარბწონიანი ადამიანებისთვის.

სლივ-გასტრექტომიის ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში თქვენი  ჯანსაღი წონის დაბრუნებაზე იზრუნებს გამოცდილ ქირურგთა გუნდი.

კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულებების რისკს.

“საერთაშორიოსო სამედიცინო ცენტრი“ მისამართიქალაქი ქუთაისიფოთის ქუჩა N40.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრისდახმარებით ნომერზე: 597 96 49 24

თქვენთვის პრობლემურნებისმიერ საკითხზეკონსულტაციის მიზნითშეგიძლიათდაუკავშირდეთ ქირურგს,  ბესო აბუაძეს  ნომერზე: 599 20 70 75

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 57-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error