,,ჩვენი კლინიკა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წამყვან და ძლიერ სამედიცინო დაწესებულებას”

,,საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი” დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე წამყვან და ძლიერ სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში. გადაჭარბება არ იქნება იმის თქმა, რომ დასავლეთ საქართველოში, ეს კლინიკა უპირობო ლიდერია. კლინიკამ ფუნქციონირება დაიწყო 2018 წლის 8 ოქტომბერს და დღემდე წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას. დაწესებულება გახლავთ მრავალპროფილური ჰოსპიტალი, რომელიც მოიცავს მოზრდილებისთვის არსებულ ყველა მიმართულებას.  დაწესებულებაში ერთ-ერთი საუკეთესოა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დეპარტამენტი, ეგრეთ წოდებული emergency, რომელსაც ხელმძღვანელობს თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან წარმატებული ექიმი ბატონი, ლევან ჭელიძე.

კლინიკას გააჩნია უპირობო და უალტერნატივო  დიაგნოსტიკის განყოფილება, რომელიც აღჭურვილია TOSHIBA-ს და SHIMADZU-ს კომპანიების უახლესი აპარატურით. 2018-2019 წლის მაგნიტო-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფით. ციფრული რენტგენით.  მათ შორის ჩვენ ვართ პირველები დასავლეთ საქართველოში ვისაც გააჩნია 3D ექოსკოპია. ასევე – PHILIPS-ის კომპანიის ულტრათანამედროვე ექოსკოპები iE33 xMATRIX. რადიოლოგიის დეპარტამენტს ემსახურებიან უცხოეთში სტაჟირება გავლილი, ექიმები, რომლებიც მოღვაწეობენ თბილისისა და ევროპის სხვადასხვა წამყვან კლინიკაში. რადიოლოგიის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს ქალბატონი თეა ჭარხალაშვილი.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ქირურგიის დეპარტამენტი, რომელსაც პროფესორი, ბატონი ბადრი ალფაიძე ხელმძღვანელობს. დეპარტამენტი აერთიანებს გადაუდებელი ქირურგიის განყოფილებას ბატონი ლევან ტყებუჩავას ხელმძღვანელობით და გეგმიურ ქირურგიას ბატონი ბესო აბულაძის ხელმძღვანელობით. ასე აქ შედის ტრასპლანტოლოგიის და ჰეპატო პანკრეო ბილიარული ქირურგიის მიმართულება, რომელსაც ხელმძღვანელობს პროფესორი მერაბ ჯანელიძე.

ასევე ცალკე აღსანიშნია ნეიროქირურგია, პროფესორ შოთა ინგოროყვას ხელმძღვანელობით. ბატონი შოთა ორი ათეული წელია სწავლობდა და მუშაობდა ავსტრიაში. დიდი პატივია ,რომ ის დღეს ჩვენს ქვეყანაში  და მითუმეტეს ჩვენს ქალაქში მოღვაწეობს.

პროქტოლოგიის მიმართულებით აღსანიშნავია, ბატონი დავით მორჩაძის მოღვაწეობა, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია თავის დარგში.

​ ტრავმატოლოგია-ორთოპედიას ხელმძღვანელობს ბატონი, ბადრი დარსაველიძე, რომელმაც მოღვაწეობა ჯერ კიდევ ეროვნულ სამედიცინო ცენტრში დაიწყო.

კარდიოქირურგიას ხელმძღვანელობს, ახალგაზრდა მედიცინის დოქტორი, პროფესორი ბატონი გიგა ჯანაშია. როდესაც ჩვენ დასავლეთ საქართველოში შევქმენით კარდიოქირურგიის მიმართულება ის ჩვენს გვერდით იდგა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ის ჩვენს ქალაქში ისევ აგრძელებს მოღვაწეობას.

ასევე, აღნიშვნის ღირსია, ინტერვენციული კარდიოლოგიის დეპარტამენტი , რომელსაც ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი ალექსანდრე ჩხოლარია. მინდა გითხრათ, რომ დასავლეთ საქართველოში აჭარის რეგიონის ჩათვლით პირველი კორონაროგრაფია და სტენტირება ალექსანდრე ჩხოლარიას მიერ იყო ჩატარებული. ის 15 წელია წარმატებით მოღვაწეობს დასავლეთ საქართველოში. მინდა გითხრათ, რომ მის ანგარიშზე რამდენიმე ათასი გადარჩენილი სიცოცხლეა. ინტერვენციული მედიცინა წარმოადგენს მედიცინის ხვალინდელ დღეს. როგორც მოგეხსენებათ ეს არ არის მარტო გულზე კორონაროგრაფია, ეს გახლავთ ასევე სისხლძარღვების სტენტირება და კორონაროგრაფიები, თავის ტვინში ქოილების ჩასმა, ამ მიმართულებით წარმატებით მოღვაწეობს ინგოროყვას კლინიკიდან მოწვეული ინტერვენციული ნეიროქირურგი ერეკლე ექვთიმიშვილი. ასევე ეს გახლავთ მეზენტერიალური არტერიების მიმართულება , როცა ნაწლავის თრომბოზი ხდება. გადარჩენილი არის პაციენტების 95%-ზე მეტი და ეს არის ნაკლებად მტკივნეული, არააგრესიული მეთოდიკა, რაც არის გარანტი საერთო წარმატების.

აღსანიშნავია უროლოგიის მიმართულება  რომელსაც ხელმძღვანელობს ყველასთვის ცნობილი ექიმი ბატონი მერაბ ბზიკაძე. მან არაერთი სიახლე დანერგა დასავლეთ საქართველოში, მაგალითად 2018 წელს ჩვენს კლინიკაში დაინერგა ლაზერული ლიტოტრიფსია, რომელიც არ არის ძველი ლაზერი ეს არის მწვანე ლაზერი. ის განაპირობებს ყოველგვარი გაკვეთის და სისხლის გარეშე პაციენტის სრულ გამოჯანმრთელებას და იძლევა 100%-იან ეფექტურობას.

ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავისი საქმის პროფესიონალი ექიმი ქალბატონი თინათინ სვინტრაძე, ეს არის სპეციალისტი თბილისიდან. ანესთეზიის განყოფილებას ხელმძღვანელობს ყველასთვის საყვარელი ექიმი დიმიტრი კრასკოვსკი.

კლინიკა ფუნქციონირებს როგორც ერთიანი სისტემა და ერთიანი ორგანიზმი, სადაც დაცულია პაციენტის უსაფრთხოება. აქვე მინდა ავღნიშნო ნევროლოგიის დეპარტამენტი და დეპარტამენტის საუკეთესო ექიმები გოგა დევდარიანი და კახა შვანგირაძე, რომლებიც ნერგავენ თანამედროვე სიახლეებს, რაც შესაბამისად აისახება შედეგებზე.

ამბულატორიულ სამსახურს ხელმძღვანელობს ბატონი ირაკლი ნიჟარაძე. სიამაყით შემიძლია ვთქვა , რომ ჩვენს კლინიკას ერთ-ერთი საუკეთესო ამბულატორიული სამსახური აქვს საქართველოში.

საერთაშორისო ცენტრის დასახელება ეს არ წარმოადგენს უბრალო მარკეტინგულ თემას, აქ მოღვაწეობს ბევრი უცხოელი ექიმი. ზოგიერთი ოჯახით არის ჩამოსული, ესენი არიან ბელორუსიიდან და ავსტრიიდან.არ შემიძლია არ შევეხო პროფესორ ჰერვიკ კოსტრონს , რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი კლინიკის და და ზოგადად ქართულ ნეიროქირურგიის გაძლიერებაში.  ასეთი ბრწყინვალე სპეციალისტის ჩვენთან ჩამოყვანისთვის მადლობა მინდა ვუთხრა პროფესორს ბატონ გოჩა ინგოროყვას.

სამედიცინო ცხოვრება ,, საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში” გახლავთ დინამიური, სასიამოვნოდ დაძაბული, პაციენტზე ორიენტირებული, რაც აისახება იმაში , რომ პაციენტის ახლობლებს არ აქვს ინფორმაციული ვაკუუმი. ამბულატორიაში პაციენტებს ხვდებიან ჩვენი მითერები და უზრუნველყოფენ სწორად და დროულად დააკვალიანონ ისინი შესაბამის სპეციალისტებთან.  ინფორმაციულ შიმშილს ნამდვილად არ განიცდის აქ არავინ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, პიარ სამსახური მუშაობს ძალიან კარგად დიდი წარმატებით.

ჩვენს კლინიკას გააჩნია ექსკლუზიური მიმართულებები, მაგალიათად ჰიბრიდული საოპერაციო, რომელიც უზრუნველყოფს , რომ ნებისმიერი ინტერვენციული უსისხლო პროცედურა თუ ოპერაცია საჭიროების შემთხვევაში , სწრაფად, იქნას დაწყებული.  საოპერაციოები აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, როგორც სანარკოზე ასევე, მონიტორული სისტემებით. კლინიკაში გვაქვს სტერილური გარემო. ყველა პროტოკოლი დაცულია რაც მკაცრი დისციპლინის შედეგია და რაც მიუთითებს იმაზე ,რომ ჩვენს კლინიკაში ნოზოკომური ინფეცია არ დაფიქსირებულა.

მინდა ავღნიშნო, რომ ,,საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი” არ წარმოადგენს მხოლოდ სამკურნალო დაწესებულებას, ეს გახლავთ პოსტდიპლომური განათლების ცენტრი. ჩვენ ვართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ყველაზე დიდი ბაზა. ჩვენ შევძელით, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობისთვის რეზიდენტურა გაგვეკეთებინა გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი რეზიდენტი ექიმებით. მინდა გითხრათ ასევე, რომ ეს გახლავთ ძალიან დიდი შრომის შედეგი დაწყებული დამფუძნებლებიდან დამთავრებული საშუალო სამედიცინო მედპერსონალით. ეს გახლავთ ყოველდღიური ჯანსაღი კამათის შედეგი, ყოველდღიური სიახლეების დანერგვის შედეგი. დარწმუნებული ვარ საზოგადოება და ჩვენი პაციენტები ამას ხედავენ. მე მინდა ყველა მათგანს წარმატება ვუსურვო. პირველ რიგში ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელს , დამფუძნებლებს, ასევე ტოპ მენეჯმენტს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ბევრჯერ ვიტყვით ჩვენ სიტყვას ქართულ მედიცინაში”. კლინიკის გენერალური დირექტორი კახა ნურალიძე

 

 



ნანახია 739-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს: