
❓❗️რა არის მითი და რა რეალობა პროქტოლოგიაში?!-რუბრიკის საკითხებს #ზოგადი_ქირურგი,#პროქტოლოგი #ირაკლი_ნიჟარაძე მიმოიხილავს👇
📍პროქტოლოგიური დაავადებები ხშირია, თუმცა მათ შესახებ მრავალი მცდარი წარმოდგენა არსებობს. გავმიჯნოთ მითი და რეალობა 👇
🔴 მითი 1: პროქტოლოგთან მხოლოდ აუტანელი ტკივილის დროს უნდა მივიდეთ.
✅ რეალობა: ქავილი, წვა, დისკომფორტი ან მცირე სისხლდენაც კი საკმარისი მიზეზია ექიმთან დროული კონსულტაციისთვის.
🔴 მითი 2: ჰემოროი(ბუასილი) ყოველთვის ოპერაციას საჭიროებს.
✅ რეალობა: შემთხვევების უმეტესობა მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება ან მინიმალურად ინვაზიური მეთოდებით ხდება პრობლემის მოგვარება.
🔴 მითი 3: პროქტოლოგიური გამოკვლევა ძალიან მტკივნეულია.
✅ რეალობა: თანამედროვე მეთოდები უზრუნველყოფს უსაფრთხო და უმტკივნეულო ან მინიმალური დისკომფორტის მქონე კვლევებს.
🔴 მითი 4: მცირე სისხლდენა საშიში არ არის.
✅ რეალობა: ნებისმიერი სისხლდენა საჭიროებს ექიმის შეფასებას — მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ჰემოროი(ბუასილი),ისე უფრო სერიოზული პათოლოგია.
🔴 მითი 5: პროქტოლოგიური პრობლემები მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში გვხვდება.
✅ რეალობა: უმოძრაო ცხოვრების წესი, არასწორი კვება და სტრესი დაავადებებს ახალგაზრდებშიც იწვევს.
🔴 მითი 6: ყაბზობა უვნებელია.
✅ რეალობა: ქრონიკული ყაბზობა ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორია პროქტოლოგიური დაავადებების განვითარებისთვის.
🔴 მითი 7: თუ ტკივილი არ არის, პრობლემა არ არსებობს.
✅ რეალობა: მრავალი დაავადება შესაძლოა ტკივილის გარეშე მიმდინარეობდეს, განსაკუთრებით ადრეულ ეტაპზე.
🔴 მითი 8: პროქტოლოგიური პრობლემის დროს თვითმკურნალობა უსაფრთხოა.
✅ რეალობა: უკონტროლო მალამოებისა და სანთლების გამოყენება ხშირად ართულებს მდგომარეობას და აყოვნებს დიაგნოსტიკას.
🔴 მითი 9: ანალური ნაპრალი ხშირ შემთხვევაში თავისით ხორცდება.
✅ რეალობა: მკურნალობის გარეშე იგი ხშირად ქრონიკულ ფორმაში გადადის.
⸻
🏥 „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“გთავაზობთ თანამედროვე დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, ინდივიდუალურ და პროფესიონალურ მიდგომას.
📞 დროული კონსულტაცია — გართულებების თავიდან აცილებაა.
ჩაეწერეთ პროქტოლოგთან ვიზიტზე!
📆სამუშაო დღეები:
ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით ⏰ 09:30 დან 17:30 მდე .
🌐მის : ქუთაისი , ფოთის ქუჩა N 40
☎️ 995 571 18 27 67
#პროფესიონალი_კადრებით_დაკომპლექტებული_კლინიკა 🏥
#WRC_გისურვებთ_ჯანმრთელობას