გათავისუფლდე ერთხელ და სამუდამოდ უხერხული პრობლემისაგან – ეს უკვე მარტივია!
თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში თქვენ უკვე შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბუასილის უსისხლო ოპერაცია – ლიგირება ლატექსის რგოლებით!
ექიმი პროქტოლოგი – დავით მორჩაძე ჰემოროიდული კვანძების ლიგირება ლატექსის რგოლებით არის მეთოდი, რომელიც შემდეგნაირად სრულდება: ქირურგ-პროქტოლოგი ჰემოროიდულ კვანძს სპეციალური ინსტრუმენტით-ლიგატორით, კვანძზე ადებს ლატექსის რგოლს. ლატექსი თავისი შემადგენლობით წააგავს რეზინას. ეს რგოლი შემოეჭირება ჰემოროიდულ კვანძის ფეხს, არღვევს მის კვებას და კვანძი კვდება. 5-14 დღის შემდეგ ასეთი კვანძი დეფეკაციისას ჩამოცილდება.კვანძისგან გათავისუფლებულ ადგილას ვითარდება შემაერთებელი ქსოვილით დაფარული ბორცვი.
დაავადებულთა 90% ამ პროცედურის შემდეგ განიკურნება დაავადების ყველა სიმპტომისგან.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:📞 0431 (237878) ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 დან 17:30 მდე
მის: ქუთაისი, ფოთის ქ. №40