
🏥 „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურმა ცენტრმა” კიდევ ერთი წარმატებული წელი შეაჯამა!
🔺სიამაყით გაცნობებთ, რომ შეფასდა კლინიკის გასული წლის საქმიანობა და მომზადდა შესაბამისი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების აქტი.
🔺ანგარიშგებაზე დასკვნა გასცა გლობალურმა აუდიტორულმა კომპანიამ BDO-მ 🤝
🔺ამ წარმატებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობას ვუხდით კლინიკის თითოეულ თანამშრომელს, ადმინისტრაციასა და დამფუძნებლებს.
📍განსაკუთრებული მადლობა კლინიკის საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სალომე შენგელიას და მის გუნდს — გაწეული შრომის, პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისთვის.
⭕️ჩვენი პრინციპები და ღირებულებები:
▪️ ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის გამჭვირვალობა, მაღალი ხარისხი და სანდოობა საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების გზით;
▪️ თითოეული დაინტერესებული მხარის საჭიროებების ყურადღებით მოსმენა და დროული რეაგირება;
▪️ ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
▪️ პაციენტებისთვის ოჯახური, მშვიდი გარემოს შექმნა და უმაღლესი დონის სამედიცინო მომსახურების მიწოდება;
▪️ თანამშრომლებისთვის ღირსეული, სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფა;
▪️ საუკეთესო საერთაშორისო სამედიცინო პრაქტიკის მოკვლევა და დანერგვა;
▪️ ღიაობა ახალი თანამშრომლობისა და საერთო მიზნების მისაღწევად.
👌 ნდობა ქმნის შესაძლებლობებს!
#თანამედროვე_სამედიცინო_ტექნოლოგიები #ჯანდაცვა #გამჭვირვალობა #BDOGeorgia