თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში, პანდემიის პირობებში აქტიურად გრძელდება მწვავე პათოლოგიებთან დაკავშირებული ოპერაციები.
მიმდინარე კვირას ჩატარდა რამდენიმე წარმატებული ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც დაკავშირებულია თავის ტვინის სიმსივნესთან, თავის ტვინის სისხლძარღვოვან ანევრიზმასთან და ხერხემლის პათოლოგიებთან.