მალე, სტარტს აიღებს
ტელემედიცინა – თანამედროვე მეთოდი მედიცინაში
ჰოსპიტალ ,,მედიქალ სიტი”-ს და ,,თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი”-ს ადმინისტრაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს უცხოეთში (ამერიკასა და ევროპაში) მოღვაწე ქართველ ექიმებთან, რათა მოხდეს ონლაინ (ვიდეო) ჩართვები. ექიმები პაციენტს კონსულტაციას დისტანციურად გაუწევენ.
მოლაპარაკებები დასრულების ეტაპზეა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის დასრულების შემდეგ ტელემედიცინა დაიწყება.
ჩვენ მადლობას ვუხდით უცხოეთში მოღვაწე ექიმებს, რომელებიც მიუხედავად სიშორისა ცდილობენ ქართველ პაციენტებს დაეხმარონ.
ტელემედიცინა თანამედროვე მედიცინის მიმართულებაა, რომელიც ეფუძნება თანამედროვე კომპიუტერული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების გამოყენებას სპეციალისტთა შორის სამედიცინო ინფორმაციის მიმოცვლისთვის კონკრეტული პაციენტის დიაგნოსტიკის და მკურნალობის ხარისხის ამაღლების და მისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის.
მის: ქუთაისი, ფოთის ქუჩა #40