კომპანია “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი” აცხადებს სტაჟირებას საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით (ეკონომისტის პოზიციაზე).
“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში” სამუშაოდ ვიწვევთ წარმატებულ სტუდენტებს და ახალ კურსდამთავრებულებს, ასევე, ახალგაზრდებს უმაღლესი განათლებით, რომლებიც კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. სტაჟირების ძირითადი მიზანი საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის ერთგული და ლოიალური კადრების მოძიება და დასაქმებაა. სტაჟირება წარმოადგენს საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში დასაქმების აუცილებელ ეტაპს.
სტაჟირება დაიწყება 2020 წლის 15 მარტს და შეადგენს 2 თვეს.
სტაჟირების მდებარეობა: ქუთაისი
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით (სტაჟირების გავლა ასევე შესაძლებელია ბაკალავრის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის ან მაგისტრატურის სტუდენტისთვის);
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა (უპირატესად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების ცოდნა).
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** თავაზიანი;
** აქტიური, ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** დეტალებისადმი ყურადღებიანი;
** გუნდური.
სტაჟიორების მიღების პროცედურა:
** საბუთების პირველადი გადარჩევა;
** ტესტირება;
** გასაუბრება.
“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი” მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრში” თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის” მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: clinicwrc@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: “ეკონომისტი”.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2020 წლის 20 თებერვალი.