გუშინ, “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ექიმებმა, ზუგდიდში უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაატარეს. კონსულტაციები მოსახლეობას C ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრის შენობაში გაეწია
აქციის ფარგლებში, ქალაქის ნებისმიერ მაცხოვრებელს საშუალება მიეცა, მიეღო უფასო კონსულტაცია საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი”-ს წამყვანი ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან
– შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი – ვაჟა აგლაძე;
– გადაუდებელი თორაკო-აბდომინური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი – ლევან ტყებუჩავა;
– უროლოგი – მერაბ ბზიკაძე;
– რადიოლოგი (ექოკარდიოგრაფია, სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის, საშარდე სისტემის, მუცლის ღრუს ორგანოების და სამეანო-გინეკოლოგიური ექოსკოპია) – ლია კუხიანიძე
– ოფთალმოლოგი – ოთარ დეკანოიძე;
– ნევროლოგიის სამსახურის უფროსი – კახაბერ შვანგირაძე
– ნეიროქირურგი – ბადრი წიქარიშვილი
– მთავარი ტრავმატოლოგ-ორთოპედი – ბადრი დარსაველიძე;
– წამყვანი ენდოკრინოლოგი – ნინო ლობჟანიძე;
– ტრანსპლანტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰეპატო და ბარიატრული ქირურგი – ალექსანდრე ცირეკიძე;
– გინეკოლოგი – ხათუნა გოგიძე;
– დიაბეტური ტერფისა და კიდურის შემანარჩუნებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი – გიორგი დევიძე.
პაციენტებს ასევე ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური, კოლპოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც.
“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს მონაწილეობით
ეს მეხუთზე უფასო, გასვლითი აქცია. მსგავსი აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს სხვადასხვაა რეგიონს!
საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი მის: ფოთის ქ. # 40








