
✨ ბავშვის ღიმილი ჩვენი მკურნალობის ნაწილია! 💛
👶 ბავშვთა ინფექციურ დეპარტამენტში ზრუნვა მხოლოდ მკურნალობით არ შემოიფარგლება — ჩვენთვის პატარა პაციენტების ემოციური კეთილდღეობაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
🤹♀️ უკვე არაერთი წელია, ჩვენი ანიმატორები ყოველდღიურად ქმნიან მხიარულ და თბილ გარემოს, რომელიც ბავშვებს შიშისა და სტრესის დაძლევაში ეხმარება.
😊 თამაში, სიცილი და პოზიტიური ემოციები მკურნალობის პროცესს უფრო მარტივსა და სასიამოვნოს ხდის.
❤️ WRC-ში გვჯერა, რომ ბავშვის ღიმილი გამოჯანმრთელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
#WRC_გისურვებთ_ჯანმრთელობას 🤍 #ბავშვთა_ინფექციური_დეპარტამენტი #პატარა_პაციენტები #ზრუნვა_სიყვარულით 🧸