❓❗️რა არის მითი და რა რეალობა გასტროენტეროლოგიაში?!- რუბრიკის დეტალებს გასტროენტეროლოგი თამარ ლომიძე მიმოიხილავს👇


❓❗️რა არის მითი და რა რეალობა გასტროენტეროლოგიაში?!- რუბრიკის დეტალებს გასტროენტეროლოგი თამარ ლომიძე მიმოიხილავს👇
📍მითი 1: კუჭის ტკივილი ყოველთვის გასტრიტს ნიშნავს.
🟥რეალობა: კუჭის ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს სტრესი, პანკრეასი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავური პრობლემები და სხვა. ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ კვლევებით დგინდება.
📍მითი 2 : გასტრიტი მხოლოდ არასწორი კვების შედეგია.
🟥რეალობა: მისი მიზეზებია ჰელიკობაქტერია, სტრესი, მედიკამენტები, ალკოჰოლი და ზოგჯერ აუტოიმუნური პროცესებიც.
📍მითი 3: მწვავე გულძმარვა ყოველთვის რეფლუქსს ნიშნავს.
🟥რეალობა: გულძმარვა შეიძლება გამოიწვიოს დიეტამ, სტრესმა, კოფეინმა, ჰორმონალურმა ცვლილებებმა. GERD-ის დასადასტურებლად საჭიროა გამოკვლევები.
📍მითი 4: ნაწლავების პრობლემები მხოლოდ ხანდაზმულებს აქვთ.
🟥რეალობა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დისბალანსი და ანთებითი პროცესები ნებისმიერ ასაკში გვხვდება.
📍მითი 5: ჰელიკობაქტერიას ყოველთვის სჭირდება მკურნალობა.
🟥რეალობა: თუ ბაქტერია სიმპტომებს არ იწვევს და გართულებების რისკი დაბალია, ზოგჯერ მკურნალობა საჭირო არ არის. თერაპიას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
📍მითი 6: კოლონოსკოპია მტკივნეული და საშიში პროცედურაა.
🟥რეალობა: თანამედროვე ანესთეზიისას პროცედურა უმტკივნეულოა და ძალზე უსაფრთხო. დროული კოლონოსკოპია იხსნის სიცოცხლეს.
📍მითი 7 : პრობიოტიკები ყველა პრობლემას აგვარებს.
🟥რეალობა: პრობიოტიკები ზოგი მდგომარეობის დროს ეფექტურია, მაგრამ ყველა პაციენტისთვის და ყველა სიმპტომისთვის არა. მათი შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით.
📍მითი 8: ღვიძლის დაავადებებს ყოველთვის ახასიათებს ცხელება და ტკივილი.
🟥რეალობა: ბევრი ღვიძლის პათოლოგია უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მხოლოდ ანალიზებით ან ულტრაბგერით ჩანს.
📍მითი 9: მწვავე დიარეა ყოველთვის ანტიბიოტიკებით უნდა მოგვარდეს.
🟥რეალობა: დიარეის უმეტესობა ვირუსულია და თავისით გადადის. ანტიბიოტიკები მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებშია საჭირო და მათი თვითნებური მიღება საშიშია.