15 ივნისი, სამტრედია – ბარიატრიული ქირურგის უფასო კონსულტაცია

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ 15 ივნისს, სამტრედიაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს.

აქცია ჩატარდება კლინიკა “ხარება“-ს შენობაში (მის: სამტრედია, რუსთაველის ქ. 26)

უფასო აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს  სხვადასხვა პროფილის ექიმები,  მათ შორის  ქირურგები პროფესორი მერაბ ჯანელიძე და ლექსანდრე ცირეკიძე. ისინი პაციენტებს ბარიატრიული მიმართულებით ჩაუტარებენ კონსულტაციებს.

შეგახსენებთ “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში ჭარბი წონის მკურნალობა ხდება ლაპარასკოპიული მეთოდით (სლივ–გასტრექტომია). 

სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა, რომლის დროსაც მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რაც შიმშილის გრძნობას იწვევს.

სლივ–გასტრექტომიის დახმარებით პაციენტი ემშვიდობება ზედმეტ წონას და ამასთან, სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესი ხდება.

კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის აპარატურით, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოპერაციის წარმატებაში და ამცირებს გართულებების რისკს.

ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და რამდენიმე დღეში ეწერება ბინაზე.

მნიშვნელოვანია იმის გაანალიზება, რომ სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და არა კოსმეტიკური დეფექტი და მას თან შეიძლება ახლდეს მრავალი დაავადება, რაც საფრთხეს უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას და აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს.

მობრძანდით და გამოჯანმრთელდით, განიკურნეთ სიმსუქნისგან!

სლივ-გასტრექტომიის ოპერაცია ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად გთხოვთ, დაგვიკავშირდით: 571 59 17 34



ნანახია 1872-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error