18 ივლისს ქუთაისს ავსტრიელი ნეიროქირურგი ეწვევა – კონსულტაციები უფასოა

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ს  ივლისის თვეში სამუშაო ვიზიტით ეწვევა ავსტრიაში  მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი  ჰერვიკ კოსტრონი.

პროფესორი ჰერვიკ კოსტრონი ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია.

მას განათლება და პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს ავსტრიასა და ამერიკაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე  თვის წინ ავსტრიელი  პროფესორი უკვე სტუმრობდა კლინიკას და რადგან პაციენტთა მომართვიანობა ძალიან მაღალი იყო, “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, პროფესორის ვიზიტი ივლისის თვეშიც  დაიგეგმა.  მათი განცხადებით, მსგავსი ვიზიტები  მოსახლეობას აძლევს საშუალებას რეგიონიდან გაუსვლელად მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების – განსაკუთრებული, VIP ქირურგიული სერვისები და ამისთვის მათ არ დასჭირდეთ გერმანიაში, ამერიკასა და დასავლეთის სხვა განვითარებულ ქვეყნებში გამგზავრება.

 

“საერთაშორისო სმედიცინო ცენტრ“-ში ავსტრიელი პროფესორი ჩაატარებს უფასო კონსულტაციებს და გამოავლენს იმ პაციენტებს, რომლებიც ექვემდებარებიან და საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალური აქცია, რომლის ფარგლებშიც მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას თავზე ან ხერხემლის ნებისმერ სეგმენტზე მხოლოდ 200 ლარად ჩაიტარებენ.

 

აღსანიშნავია, რომ თავის ტვინსა და ხერხემალზე უნიკალურ ოპერაციებს   ჰერვიკ კოსტრონის ზედამზედველობით ჩატარდება!

უფასო კონსულტაციით უნდა ისარგებლოთ, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს ან გაქვთ რომელიმე დიაგნოზი:

 

– ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი;

– ოსტეოპოროზი;

– ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც დაკავშირებულია როგორც ზურგის ტვინთან, ისე ხერხემლის სვეტთან;

-უჩივით მუდმივი ხასიათის ტკივილს ხერხემლის არეში და ტკივილს ვერ აყუჩებს ტკივილგამაყუჩებელი.

კონსულტაციის შემდეგ, თუ გამოვლინდა ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა, ოპერაციები  დაიგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

 

აუცილებელია, აქციით სარგებლობის მსურველებმა პირველადი კონსულტაცია  გაირონ ადგილობრივ ნეიროქირუგთან. მათვის კონსულტაციებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგები ჩატარებენ.  კონსულტაციის მიღება შესაძლებელია პირველი ივლისიდან, ვიზიტი უფასოა

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 571 18 27 67

 

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 2238-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error