18 ნოემბერი – დიაბეტის სკოლის პირველი ლექცია

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ მუდმივად ცდილობს რომ პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისი, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადოს. მათ შორისო გამონაკლისი არც დიაბეტიანი პაციენტებია.  მათთვის  რეგულარულად ვაწარმოებთ უფასო კონსულტაციებსა და ფასდაკლებით აქციებს, კლინიკაში მოქმედებს “დიაბეტის მართვის სახელმწიფო“ პროგრამა.

ამჟამად კი გვინდა დავაანონსოთ დიაბეტური სკოლის შექმნა, რომლის მიზანიც ჩვენი პაციენტებისთვის  დიაბეტთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება იქნება.

 

დიაბეტური სკოლის ფარგლებში ჩატარდება ლექციები რომლის მიზანია,  მოსახლეობაში ცოდნის გაღრმავება დიაბეტის შესახებ. ლექციების ფორმატში ექიმები აგიხსნით თუ რა გართულება შეიძლება მოიტანოს დაავადებამ, როგორ იზრუნოთ დიაბეტით დაავადებულ ოჯახის წევრსა თუ მეგობარზე, როგორი ტიპის საკვები მოუმზადოთ და სხვა.

დიაბეტის თემაზე ლექციებს,  გაუძღვებინ  ენდოკრინოლოგები – ნინო დოლიძე და ნინო ლობჟანიძე

 

ლექციაზე თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილი იქნება ფოტო  მასალა.

ლექციაზე დასწრება უფასოა.

 

თუ სურვილი გაქვთ, რომ დაესწროთ ლექციას, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ დაავადების სიმპტომების, მართვისა თუ მკურნალობის შესახებ, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქოლ–ცენტრის ნომერზე  597 96 49 24 და ჩაეწერეთ სტუმართა სიაში.

 

ლექციას უმასპინძლებს “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს საკონფერენციო დარბაზი. ლექცია ჩატარდება სამშაბათს, 18 ნოემბერს 16:00 საათზე.

 

ლექცია წარიმართება კითხვა–პასუხის რეჟიმში, შესაბამისად, თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე მიიღებთ ექიმის კომპეტენტურ პასუხსა და რეკომენდაციას.

ამასთან, თქვენთვის მოვამზადებთ სპეციალურ კითხვარს. პასუხების შესაბამისად განვიხილავთ შკალას. კითხვარის მიხედვით (მოიცავს ასაკს, სხეულის მასის ინდექსს, ფიზიკური აქტივობის დონეს, გენეტიკას და სხვა), ლექციაზე ყველა სტუმრის მონაცემი ინდივიდუალურად შეფასდება.

 

ეს შკალა არის ერთგვარი დიაბეტის ტესტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ დაავადების პრევენცია.

 

ლექციაზე ქალბატონი ნინო ლობჟანიძე ისაუბრებს დიაბეტის სიმპტომების, გართულებების  მართვის თანამედროვე  ხერხებზე , ხოლო ქალბატონი ნინო დოლიძე – შ/დიბეტის ეტიოპათოგენეზის,დიაგნოსტირებისა და დიეტოთერაპიის შესახებ.

 

თუ გსურთ ლექციაზე დასწრება, გთხოვთ, დარეკოთ ნომერზე  597 96 49 24, ლექციაზე დასასწრებად მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერა.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ მუდამ თქვენს სამსახურში!



ნანახია 405-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error