2 მაისიდან ოფთალმოლოგთა ახალი გუნდი ჩვენს კლინიკაში

2 მაისიდან ოფთალმოლოგთა ახალი გუნდი ჩვენს კლინიკაში!  თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრის დამფუძნებელმა გია გრძელიძემ და ლ.ადეიშვილის თვალის კლინიკის დამფუძნებელმა ლევან ადეიშვილმა გააფორმეს თანამშრომლობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით ადეიშვილის თვალის კლინიკის პროფესიონალი ოფთალმოლოგები, თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრში პაციენტებს ჩაუტარებენ სრულ ამბულატორიულ კვლევებს.  ასევე, კონსულტაციებს ჩაატარებს და პაციენტებს ქირურგიულ მომსახურებას გაუწევს, ოფთალმოქირურგი თამთა აფხაძე. #WRC #ოფთალმოლოგია #პროფესიონალთაგუნდი მის: ქუთაისი, ფოთის ქუჩა #40 ტელ: (0431)237878 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09: 30-დან 17:30-მდე.