20 ნოემბერი, გასვლითი აქცია – ზუგდიდი

სამეგრელო-ზემო  სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარაციის ინიციატივითა და ორგანიზებით,“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“ 20 ნოემბერს, ზუგდიდში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს.

აქცია ჩატარდება  ზუგდიდში, C ჰეპატიტის სკრინინგ ცენტრის შენობაში.

უფასო აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს  სხვადასხვა პროფილის ექიმები, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპეციალისტები:

  1. შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი – ვაჟა აგლაძე;
  2. გადაუდებელი თორაკო-აბდომინური ქირურგიის სამსახურის ხელმძღვანელი – ლევან ტყებუჩავა;
  3. მთავარი უროლოგი – მერაბ ბზიკაძე;
  4. წამყვანი რადიოლოგი (ექოკარდიოგრაფია, სისხლძარღვების დოპლეროგრაფია, ფარისებრი ჯირკვლის, საშარდე სისტემის, მუცლის ღრუს ორგანოების და სამეანო-გინეკოლოგიური ექოსკოპია) – ლია კუხიანიძე
  5. ენდოვასკულური ქირურგი, მინსკის უმაღლესი კატეგორიის ექიმი – ალექსანდრე დვორაკოვსკი;
  6. ოფთალმოლოგი – ოთარ დეკანოიძე;
  7. ნევროლოგიის სამსახურის უფროსი – კახაბერ შვანგირაძე
  8. ნეიროქირურგი – ბადრი წიქარიშვილი
  9. თავარი ტრავმატოლოგ-ორთოპედი – ბადრი დარსაველიძე;
  10. წამყვანი ენდოკრინოლოგი – ნინო ლობჟანიძე;
  11. ტრანსპლანტაციის მიმართულების ხელმძღვანელი, ჰეპატო  და ბარიატრული ქირურგი – ალექსანდრე ცირეკიძე;
  12. წამყვანი გინეკოლოგი – ხათუნა გოგიძე;
  13. დიაბეტური ტერფისა და კიდურის შემანარჩუნებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელი – გიორგი დევიძე.

აღსანიშნავია რომ აქციის ფარგლებში პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური,

კოლპოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც.

“თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“ არის მრავალპროფილური ჰოსპიტალი, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, კლინიკის წამყვან მიმართულებებს წარმოადგენს – ინტერვენციული კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, სისხლძარღვთა ქირურგია, ნეიროქირურგია, ზოგადი ქირურგია და ონკოლოგიური პროფილი.

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“  მისამართი: ქალაქი ქუთაისი,ფოთის ქ.40.

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 543-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error