🛑 ადრე თუ გვიან ექიმთან შეხვედრა ყოველ ჩვენგანს უწევს. თუ სამედიცინო საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება არ გვაქვს, ექიმთან შესახვედრად,
ფაქტობრივად, იმ მითებით ინფორმირებული მივემართებით, რომლებიც ნათესავ-მეზობლებისგან გაგვიგონია, ისინი კი ხშირ შემთხვევაში სინამდვილისგან საკმაოდ შორს დგას.👌
🔺სწორედ რამდენიმე მსგავსი მითის რეალიბასა თუ არარეალურობის შესახებ ჩვენი კლინიკის ენდოკრინოლოგი ნინო ლობჟანიძე საუბრობს!👇

⭕️ მითი N1

ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის უახლესი კონცეფცია ყველაზე სწორია❓❗️

🔺დიაგნოზის დასმის შემდეგ ავადმყოფს ეძლევა დაავადების მკურნალობისთვის დამტკიცებული სქემით-პროტოკოლით გათვალოსწინებული დანიშნულება, პროტოკოლებს პროფილური ინსტიტუტები უახლეს სამეცნიერო მიღწევებზე დაყრდნობით შეიმუშავებენ. მიუხედავად ამისა, არავისთვის არის გასაკვირი, რომ სქემა, რომელიც გუშინ საიმედოდ მიიჩნეოდა, ხვალ შესაძლოა განახლდეს და სახეცვლილება განიცადოს. შესაბამისად ექიმები, გაიდლაინების (გზამკვლევის) და პროტოკოლების ცვლილებას მუდმივად ვადევნებთ თვალყურს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია და პროტოკლზე დაყრდნობით თითოეულ პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება და ზოგადი სქემა ყველა პაციენტზე მორგებული ვერ იქნება.

⭕️ მითი N2

დღეში 2ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ❓❗️

🔺 ის, რომ დღეში ორი ლიტრი წყალი უნდა დავლიოთ, პოპულარული რეკომენდაციაა, თუმცა ჯანდაცვის სპეციალისტები ამბობენ, რომ მიუხედავად წყლის მიღების აუცილებლობისა, მისი ჭარბი რაოდენობით მიღება რიგ შემთხვევებში საზიანოა. არ არსებობს წყლის მიღების უნივერსალური რეკომენდაცია, რომელიც ყველას ერთნაირად ერგება; თქვენთვის საჭირო წყლის დღიური ნორმა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორისაა: ჯანმრთელობის მდგომარეობა, წონა, ასაკი და ის, თუ რამდენად აქტიური ხართ ფიზიკურად. ზოგადად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ჯანმრთელმა ადამიანმა, დღიური ნორმის ფარგლებში, თავისი წონის 1 კილოგრამზე დაახლოებით 30-40 მილილიტრამდე წყალი უნდა მიიღოს.
პირობითად, თუ ადამიანი არის 60 კგ. უნდა მიიღოს წყლის დღიური ნორმა 1800 მილილიტრი [1.8 ლიტრი]. ოღონდ ეს ნორმის შემთხვევაში, როდესაც რაიმე დაავადებასთან არ გვაქვს საქმე. ის შეხედულება, რომ ყველამ ერთი და იმავე მოცულობის წყალი უნდა მიღოს ყოველ დღე – მცდარია, ასეთი ფორმულა არ არსებობს. ბავშვის შემთხვევაში ეს სხვა რაოდენობა იქნება, მოხუცის შემთხვევაში – სხვა და ა.შ.

🌐მის : ქუთაისი , ფოთის ქუჩა N 40

☎️ 995 571182767

#პროფესიონალი_კადრებით_დაკომპლექტებული_კლინიკა 🏥

#WRC_გისურვებთ_ჯანმრთელობას