
⭕️დასავლეთ საქართველოში პირველად!
უკვე ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს
პოლისომნოგრაფიული კვლევა, რომელიც წარმოადგენს ძილის დარღვევების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს!
📍პოლისომნოგრაფია ტარდება უახლესი თაობის, მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს ძილის პროცესში მიმდინარე ფიზიოლოგიური პარამეტრების კომპლექსურ და მაღალი სიზუსტის მონიტორინგს.
📍მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია ძილის დარღვევების ობიექტური და კლინიკურად სანდო შეფასება.
🔺კვლევა გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის, როგორიცაა:
✔️1.ობსტრუქციული და ცენტრალური ძილის აპნოე(ხვრინვა და ღამის სუნთქვის დარღვევები)
✔️2. ინსომნია(უძილობის რთული შემთხვევები როცა არ ექვემდებარება სტანდარტულ მკურნალობას
✔️3. ჰიპერსომნია (ჭარბი ძილიანობა, დღის განმავლობაში უეცარი ჩაძინება)
✔️4. ძილის სტრუქტურისა და ცირკადული რიტმის დარღვევები
✔️5. Restless legs syndrome (განსაკუთრებით მძიმე/არატიპიური ფორმა)-მოუსვენარი ფეხების სინდრომი
✔️6. ეჭვი ნარკოლეფსიაზე
✔️7. კატაპლექსია (კუნთების ტონუსის უეცარი დაკარგვა ემოციის ფონზე)
✔️8. პარასომნიები (არანორმალური ქცევა ძილში- ძილში სიარული).
🔻ჩვენი მიზანია პაციენტებს შევთავაზოთ ზუსტი, დროული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიაგნოსტიკა, რაც წარმოადგენს ეფექტური მკურნალობის საფუძველს.
🟥პოლისომნოგრაფიული კვლევის დანერგვა მნიშვნელოვნად აფართოებს დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს როგორც პულმონოლოგიური, ასევე ნევროლოგიური, კარდიოლოგიური და ენდოკრინოლოგიური პაციენტების მართვის პროცესში.
#პოლისომნოგრაფიული_კვლევა
#ძილის_დარღვევების_დიაგნოსტიკა
📆სამუშაო დღეები:
ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით ⏰ 09:30 დან 17:30 მდე .
🌐მის : ქუთაისი , ფოთის ქუჩა N 40
☎️ 995 571 18 27 67
#პროფესიონალი_კადრებით_დაკომპლექტებული_კლინიკა 🏥
#WRC_გისურვებთ_ჯანმრთელობას