9 ნოემბერს ქუთაისს ავსტრიელი ნეიროქირურგი ეწვევა – კონსულტაციაზე ჩაწერა დაწყებულია!

“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ს  9 ნოემბრიდან  სამუშაო ვიზიტით ეწვევა ავსტრიაში  მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი  ჰერვიკ კოსტრონი

პროფესორი ჰერვიკ კოსტრონი ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორია.

მას განათლება და პროფესიული გამოცდილება მიღებული აქვს ავსტრიასა და ამერიკაში.

შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე თვის წინ  ავსტრიელი  პროფესორი უკვე სტუმრობდა კლინიკას და რადგან პაციენტთა მომართვიანობა ძალიან მაღალი იყო, “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, პროფესორის ვიზიტი ნოემბრის თვეშიც  დაიგეგმა.  მათი განცხადებით, მსგავსი ვიზიტები  მოსახლეობას აძლევს საშუალებას რეგიონიდან გაუსვლელად მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების – განსაკუთრებული, VIP ქირურგიული სერვისები და ამისთვის მათ არ დასჭირდეთ გერმანიაში, ამერიკასა და დასავლეთის სხვა განვითარებულ ქვეყნებში გამგზავრება.

 

“საერთაშორისო სმედიცინო ცენტრ“-ში ავსტრიელი პროფესორი ჩაატარებს  კონსულტაციებს და გამოავლენს იმ პაციენტებს, რომლებიც ექვემდებარებიან და საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.

აღსანიშნავია, ისიც რომ თავის ტვინსა და ხერხემალზე უნიკალურ ოპერაციებს,  თვით ჰერვიკ კოსტრონი ჩაატარებს!

კონსულტაციით უნდა ისარგებლოთ, თუ უჩივით შემდეგ სიმპტომებს ან გაქვთ რომელიმე დიაგნოზი:

 

– ხერხემლის მალთაშუა დისკის თიაქარი;

– ოსტეოპოროზი;

– ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგია, რომელიც დაკავშირებულია როგორც ზურგის ტვინთან, ისე ხერხემლის სვეტთან;

-უჩივით მუდმივი ხასიათის ტკივილს ხერხემლის არეში და ტკივილს ვერ აყუჩებს ტკივილგამაყუჩებელი.

კონსულტაციის შემდეგ, თუ გამოვლინდა ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა, ოპერაციები  დაიგეგმება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

 

აუცილებელია, აქციით სარგებლობის მსურველებმა პირველადი კონსულტაცია  გაირონ ადგილობრივ ნეიროქირუგთან. მათვის კონსულტაციებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ნეიროქირურგები ჩატარებენ,  ვიზიტი უფასოა!

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 568 69 57 89

 

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!



ნანახია 299-ჯერ
გაუზიარეთ მეგობრებს:
error