“საერთაშორისო სამედიცინო ცენტრი“-ს ერთ-ერთ მთავარ საზრუნავს წარმოადგენს, მოსახლეობას მისცეს საშუალება რეგიონიდან გაუსვლელად მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების – განსაკუთრებული, VIP ქირურგიული სერვისები და ამისთვის მათ არ დასჭირდეთ გერმანიაში, ამერიკასა და დასავლეთის სხვა განვითარებულ ქვეყნებში გამგზავრება. ჩვენს კლინიკასთან თანამშრომლობას იწყებს “გალილეის სამედიცინო ცენტრი“-სა და “ბარ ილანი“-ს საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი , ისრაელის ლაპაროსკოპული და რობოტ-ასისტირებადი ქირურგიის ტრენინგ ცენტრის დირექტორი, პროფესორი ელი კაკიაშვილი.
მისი მონაწილეობით “საერთაშორისო სამედიცინო ცენტრ“-ში განხორციელდება, სხვადასხვა ონკოლოგიური დავაადების, ქირურგიული მკურნალობა, ლაპაროსკოპული მეთოდით.
მიმართულებები:
-ჰეპატო-პანკრეო-ბილიარული ქირურგია
– კუჭის ქირურგია (გასტრექტომია, რეზექცია)
– თირკმელზედა ჯირკვლის ქირურგია
– პანკრეატოდუოდენური რეზექცია
– ნაწლავების ქირურგია.
გაეცანით ელი კაკიაშვილის ბიოგრაფიას CV